ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაისმა ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა - კანკავამ საგოლე პასი გააკეთა

AutoSharing Option
ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ფერენცვაროშის" 2:1 დამარცხების შემდეგ, "სლოვანმა" სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე "ტრენჩინს" 4:0 სძლია. მატჩს 5 338 მაყურებელი დაესწრო.

ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა, გურამ კაშია განაცხადში არ შეიყვანა, გიორგი ჩაკვეტაძე კი სასტარტოში დააყენა და 69-ე წუთზე ტიგრან ბარსეგიანით შეცვალა. მოკლედ, ვაისი ჩაკვეტაძის ფორმაში ჩასაყენებლად ზრუნავს და იმედია, მისი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს.

76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ჯაბა კანკავა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

"სლოვანისა" და "ფერენცვაროშის" საპასუხო
შეხვედრა 27 ივლისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ