კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანმა“ სტუმრად „ფერენცვაროში" 2:1 დაამარცხა.

ბუდაპეშტში ძალიან ცხელოდა. კიდევ უფრო ცხელოდა მოედანზე, სადაც სლოვაკურმა გუნდმა მეტოქე დაჯაბნა. მასპინძლები 70-ე წუთზე კრისტოფერ ზახარიასენმა დააწინაურა. 81-ე წუთზე ანგარიში გურამ კაშიამ გაათანაბრა, 73-ე წუთზე შეცვლაზე შესული გიორგი ჩაკვეტაძის პასით კი გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე რუსების მიერ დიდად ნაქებ სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდს ტიგრან ბარსეგიანმა გაუტანა. ძალიან აქტიური იყო აგრეთვე ჯაბა კანკავა, რომელმაც ისევე, როგორც კაშიამ, შეუცვლელად ითამაშა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 27 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება.

ბუდაპეშტი. „გრუპამა
არენა“

ფერენცვაროში - სლოვანი
გოლები: 1:0 ზახარიასენი (70), 1:1 კაშია (81), 1:2 ბარსეგიანი (86)

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „აპოელმა“ ბულგარეთში ფრეს (0:0) მიაღწია „ბოტევთან“. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ბუბა დაუშვილმა, ხოლო გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია.

მკითხველის კომენტარები / 24 /
Chaudes cherchesovs qartuk somxuri
არა რუსეთს
16:33 21-07-2022
0
ამასაც გამოაგდება ბათუმი... სამწუხაროა :(
kaxak
15:45 21-07-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული