ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯოვანი სკოტო ავრცელებს:
"ხვიჩა კვარაცხელიამ დიმაროს შეკრებაზევე წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები. ლუჩანო სპალეტიც მასზე დიდ ფსონს დებს და როგორც მე ვიცი, ნაპოლის ახალი პენალტისტი სწორედ კვარაცხელია იქნება. შესაბამისად, ქართველი გარემარბი დაიკავებს ლორენცო ინსინიეს ადგილს, რომელიც ნაპოლიში აქამდე ასრულებდა პენალტებს. გადაწყვეტილება თავად "აძურის" მთავარმა მწვრთნელმა სპალეტიმ მიიღო."
წყარო: FC Dinamo batumi - News