ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლაშა დვალი შეიძლება კვიპროსულ გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
24sports-ის მტკიცებით, არაა გამორიცხული, საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველმა ლაშა დვალმა კარიერა კვიპროსში გააგრძელოს.

გამოცემის ცნობით, "აპოელისთვის" დაცვის ცენტრის გაძლიერება პრიორიტეტულია და ქართველის დამატებას განიხილავს.

დვალი 2019 წლიდან "ფერენცვაროშში" თამაშობდა. იქამდე "სკონტოს", "ქასიმფაშას", "დუისბურგის", "შლიონსკის", "ირტიშისა" და "პოგონის" ღირსებას იცავდა, ნაკრებში კი 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"აპოელში" ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია ასპარეზობენ, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.

ასევე დაგაინტერესებთ