დვალმა გაიტანა - "აპოელმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში „აპოელისა“ და აეკ-ის მატჩი 2:2 დასრულდა.

მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია. „აპოელი“ დებიუტში დვალმა თავურით დააწინაურა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ მე-17 მატჩში მესამე გოლი გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა, ქვილითაია კი 74-ე წუთზე შეცვალეს.

თუმცა, საბოლოოდ, „აპოელი“ ფრეს დასჯერდა, 52 ქულით ლიდერია და 11 თებერვალს გასვლაზე აელ-ს დაუპირისპირდება.

ნიქოზია. Neo GSP
აპოელი - აეკ 2:2
გოლები: 1:0 დვალი (4), 1:1 ტრიჩკოვსკი (76), 2:1 პეტროვიჩი (82), 2:2 სანჩესი (87)

altრატომ არ ისურვა ქვილითაიამ

რუსულ გუნდში გადასვლა - სიტუაცია აგენტმა განმარტა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქვილითაიაზე ხშირად იტანს :))))))))))))))))))))))))
giorgi
23:55 05-02-2024
1

სიახლეები პოპულარული