კვარაცხელია დღეს "მალიორკას" კარის აღებას ეცდება - ხვიჩა კონკურენტზე სახიფათოა...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" კასტელ დე სანგროში წინასასეზონო მომზადებას განაგრძობს და დღეს, 31 ივლისს, "ტეოფილო ფატინიზე" ესპანურ "მალიორკას" შეხვდება. "კვარას" თამაშის მიმართ ქართველ და არამარტო ქართველ გულშემატკივრებში დიდი ინტერესია - ნეაპოლელები უკვე დარწმუნდნენ, რომ მომავალ სეზონში ხვიჩას დიდი იმედი უნდა ჰქონდეთ.

წინა მატჩში, თურქულ "ადანა დემირსპორთან" (2:2) ქართველი გარემარბი მეორე ტაიმიდან ჩაერთო და შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა - ირვინგ ლოსანო
მშვენიერი საგოლე პასით მოამარაგა. ლუჩანო სპალეტი დარწმუნდებოდა, რომ მარცხნივ რუი-ელმასის წყვილზე უფრო პროდუქტიული და სახიფათო ოლივეირა-კვარაცხელიაა. თანაც, ხვიჩა ფორვარდ ოსიმენთანაც კარგ შეთამაშებას
ავლენს.

მალიორკელებს გამოცდილი მექსიკელი მწვრთნელი ხავიერ აგირე წვრთნის, თუმცა განსაკუთრებული შემადგენლობით ვერ დაიკვეხნიან. კვარაცხელიასთან უშუალო დუელი სავარაუდოდ, 25 წლის ესპანელ მცველ პაბლო მაფეოს ექნება.

დღევანდელი შეხვედრა 22:30 საათზე დაიწყება. ნეაპოლელები სერია "ა"-ს ახალი სეზონის სასტარტო მატჩამდე (15 აგვისტოს "ვერონასთან" ) კიდევ 2 ესპანურ კლუბს - "ჟირონას" და "ესპანიოლს" შეხვედებიან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი გუნდის შემადგენლობაში 3 შეხვედრა (თითო ტაიმი) ჩაატარა, სადაც 3 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს.

alt"ძალიან ნიჭიერია და მის ფლანგზე ყოფნა მიხარია" - ოლივეირა კვარაცხელიაზე

alt"სფფ-სა და ნაკრებში ყველა ბედნიერია, რომ..." - სანიოლი კვარაცხელიას ნამღერს სახალისოდ ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 3 /
RCD Mallorca იუთუბში მოძებნეთ ეს გვერდი მალიორკასია მანდ იქნება თამაში
გიორგი
12:44 31-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული