გაგნიძის მოსკოვიდან წამოსვლა პრინციპულად და პროფესიულად უმნიშვნელოვანესია - იქნება თუ არა სანაკრებო სანქცია?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით გახარებულები ვართ და მის გზაზე სხვა ფეხბურთელებსაც ველით, თუმცა ქართველი ლეგიონერების ირგვლივ პრობლემებიცაა, რაზეც საუბარი საჭიროა.

ჩვენ არასდროს ვიყავით მომხრე და პირიქით, ვეწინააღმდეგებოდით იმ პათოსსა და ტონს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეიქმნა, რომელმაც რუსული ფეხბურთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ ყაზანის "რუბინთან" კონტაქტის შეჩერების უფლებით პირველივე დღეებში არ ისარგებლა. საბოლოოდ კარგად დავინახეთ, ყველაფერი როგორ დასრულდა და საათები აქ არაფერს წყვეტდა. ამის შემდეგ ფიფამ 3-თვიანი შეზღუდვები გაზარდა და ახლა რუსული კლუბებიდან დროებით წასვლა ლეგიონერებს 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ. ამის
მიუხედავად, იქ რამდენიმე ჩვენებური რჩება, მათ შორის, ნაკრების ყოფილი წევრი გია გრიგალავა, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მთავარი საწუხარი ლუკა გაგნიძეს უკავშირდება, რომელიც მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელია.

Sportall.Ge

19 წლის ნახევარმცველის თამაში ვისაც უნახავს, მაშინვე დარწმუნდებოდა, რომ მას მინდვრის განსაკუთრებული ხედვა აქვს და ყველა თვისება გამოარჩევს, რის გამოც დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. როცა ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტში იყო, მისი მოსკოვში გადასვლა და შემდეგ თუნდაც "ურალში" განათხოვრება ლუკას განვითარებისთვის ხელისშემშლელი არ უნდა ყოფილიყო და საბოლოოდ, ის ევროპულ კარიერაში წარმოგვედგინა. გაგნიძემ ფიფას შესაძლებლობით ისარგებლა და 3 თვით პოლონურ "რაკუვში", ვაკო გვილიასთან გადავიდა. ფაქტია, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში მას თავის გამოსაჩენად დრო არ მიეცა, საბოლოოდ კი ქართველი ფეხბურთელი მოსკოვში დაბრუნდა. რუსეთის ჩემპიონატი ყველა ღირებულმა ლეგიონერმა დატოვა და მათ კლუბებს ევროტურნირებზე გასვლაც აკრძალული აქვთ. ამ ფონზე გაგნიძის განვითარებაზე ფიქრი შეუძლებელი გვგონია, თანაც უკვე პრინციპული საკითხი გახდა, ყველა არარუსმა ისარგებლოს და რუსეთის ჩემპიონატი დატოვოს. ამის შესახებ განცხადება ლევან კობიაშვილმაც გააკეთა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა - "მნიშვნელოვანია, ეს შანსი გამოიყენოს ყევლამ... თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი". იქნება თუ არა უფრო მკაცრი შეზღუდვები, რთული სათქმელია. მაგალითისთვის, საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ რუსულ და ბელარუსულ გუნდებში მოთამაშეებს არ გამოიძახებენ.

გაგნიძესთან ერთად, მოსკოვის "დინამოს" ღირსებას ირაკლი კვირიკაშვილიც იცავს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრზე, 19 წლის ლუკა გაგნიძეზე, უფრო დიდი მოლოდინები და ინტერესია. რთული დასაჯერებელია, რომ კარიერის დროებით გასაგრძელებლად მისთვის რომელიმე, თუნდაც ქართული კლუბი ვერ მოიძებნა. გეტყვით, რომ პრემიერლიგაში ჯერ 3 ტური გავიდა და "დინამოს" 5 ქულა აქვს, გაგნიძე კი არც ისე ბევრს თამაშობს.

alt"დინამო" ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია" - გაგნიძეს მოსკოვურ გუნდში დარჩენის და გაქცეული ვარელას დაბრუნების იმედი აქვს

altკობიაშვილი რუსეთში მოთამაშეებთან დაკავშირებით ფიფას გადაწყვეტილებას მიესალმება

მკითხველის კომენტარები / 28 /
ლუკა გაგნიძე საქართველოსთვის საჭირო და აუცილებელი ფეხბურთელია... კარგი იქნება, თუ მარადაშვილის გადმობირება მოხერხდება.
tngh
02 აგვისტო 2022 12:18
7
რუსეთში თამაში რომ სალანძღავი გახდა, ეს დიდი სიგიჟე მგონია. მაგრამ ეს არ არის მთავარი. გაგნიძე რუსეთიდან მხოლოდ იმიტომ უნდა წამოვიდეს, რომ რუსულ კლუბებს მომავალი აღარა აქვთ. ალბათ ფედერაცია უფრო უნდა აქტიურობდეს. ძალიან გამიხარდებოდა, მარადაშვილს (ლოკომოტივი), გოგლიჩიძესა (ურალი) და მელქაძეს (სოჭი) საქართველოს ნაკრებში რომ ეთამაშათ.
Lasha
02 აგვისტო 2022 11:52
9
5 ასისტი უნდა გეთქვა
Lasha
02 აგვისტო 2022 14:05
0
Ra melqadze 5 goliaq gatanili mtel karierashi :) tavdasxmels
L.J .
02 აგვისტო 2022 13:17
2
2008 წლის მერე რამდენმა უკრაინელმა და ქართველმა ითამაშა რუსეთში?2014 ყირიმის. ლუგანსკის და დონეცკის ანექსიის შემდეგ! ან 1992-93 წლებში არ იყო რუსეთი ოკუპანტი? ლამის მთელი ნაკრები ალანიაში რო თამაშობდა! ნაკრებში კარგად ითამაშოს და მისი ცხოვრება ჩვენი საქმე არაა!!! ვაკრიტიკოთ თუ ნაკრებში ითამაშებს ცუდად!!!!
ბოკინიო
02 აგვისტო 2022 11:48
13
1992 წელს საქართველოში არათუ ფეხბურთის თამაში,ცხოვრებაც კი ძალიან სახიფათო იყო და კარიერის გასაგრძელებლად ერთადერთი გზა,რუსეთში წასვლა იყო,რადგან ევროპისაკენ ჯერ არ გვქონდა გაჭრილი გზები.როცა აფხაზეთის ომი დაიწყო,მოსახლეობის ზეწოლით,არაერთი ფეხბურთელი გახდა იძულებული,რუსეთიდან წამოსულიყო.2008 წელს,ომი ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა.ახლა კი,ომი უკვე 5 თვეა მიმდინარეობს,თანაც ქართველ ფეხბურთელს,კარიერის გასაგრძელებლად,სხვა ქვეყნებშიც შეუძლია წასვლა,მაშინდელისაგან განსხვავებით და ამაშია დიდი სხვაობა.როცა ქვეყანა,მთელ მსოფლიოს და ადამიანურობას ფეხებზე იკიდებს და მიუხედავად მსოფლიოს მიერ მისი იზოლაციისა,შენ მაინც იქ მიდიხარ სათამაშოდ,ეს უკვე შენ პოზიციად აღიქმება.თვითონ რუსულ ფეხბურთში თითქმის აღარავინ დარჩა ,ნორმალური ლეგიონერი და ჩემპიონატის დონე ძალიან დაეცემა,დაამატე ამას,იზოლაცია და ვერც საერთაშორისო ტურნირებში ითამაშებს.რაკი თვითონ ირჩია იქ წასვლა,სავარაუდოდ.რომც მოინდომოს,ევროპული გუნდები,მის მიწვევას თავს აარიდებენ და განვითარების პერსპექტივა,კიდევ უფრო დაიკლებს.თვითონაც ხედავ,როგორი თვალით გვიყურებს ევროპა,აქაურმა ოპოზიციამ ევროპა და ამერიკა დაარწმუნა,რომ მთავრობა რუსეთისაკენ მიისწრაფის და გაგნიძის წასვლა ამ მხრივაც ძალიან ცუდად იქნება მიღებული.საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია,სავარაუდოდ იძულებული გახდება,ნაკრებში აღარ გამოუძახოს(საფრაჰგეთმა ასე გააკეთა კალათბურთში) და განვითარების მაგ შანსსაც დაკარგავს.უღირს კი ლუკას ამდენ ხათაბალად იქ წასვლა?სულელის საქციელია და ვცდილობთ,ამას მივახვედროთ,სანამ ჯერ კიდევ დროა,თორემ მერე გვიან იქნება.ნიჭიერი ფეხბურთელი კარიერას იღუპავს და არ ესმის,თორემ რაც მოიგოს,არავის გაუყოს.
სოსო
02 აგვისტო 2022 18:12
0
სოსოს:) ილიას ფანი ვარ. მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ 1992 წლიდან რატო არ ვუძრახდით? სტატისტიკაში უნდა მოვძებნი 1992 წლიდან რამდენ ქართველს უთამაშია რუსეთში მინიმუმ 200 კაცი იქნება და ეს 19 წლის ბიჭი რა ამოვიღეთ მიზანში? ეგრე ყველა ქართველი ვინც ბელგიაში წავიდა ჩალპა იქ!!! ხვიჩა კიდე განათხოვრებული იყო რუსთავში:(( აზაროვი დინამოდან გაუშვეს. მამარდაშვილი ლოკომოტივში გაანათხოვრეს და რა ქნან ამ ბიჭებმა მაგით ცხოვრობენ და არსებობენ. ხელფას ჩვენ მივცემთ? ტრავმებს ჩვენ მოვურჩენთ ესე რო დასაძრახი ის იქნება ნაკრებში ჩამოსვლა და თამაში რო დაესწროს! თორე სხვისი პირადი მე არ მიანტერესებს!!
ბოკინიო
02 აგვისტო 2022 16:04
0
ყველა გამოხმაურება
სირცხვილია ეხლა მანდ თამაში...

მეორეხარისხოვანია ფულიც, ფეხბურთიც, ნაკრებიც, კარიერაც და ყველაფერიც, როდესაც ოფიციალურად ბავშვების მკვლელ ქვეყანაში თამაშობ და ამას არ იმჩნევ, ვითომ არაფერი ხდება...


ვითომ პოლიტიკაში არ ერევი? ზუსტადაც რომ იმ პოლიტიკის ნაწილი ხარ რომელსაც ეგ ტერორისტული ქვეყანა შენი სამშობლოს წინააღმდეგ ეწევა...


ბარემ მიიღე ჯიქიასავით რუსეთის მოქალაქეობა, გვეცოდინება მაინც რომ ოფიციალური ღამურა ხარ და შეგეშვებით...

ვეცადე მკაცრად არ დამეწერა, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ჩემი შვილის ტოლი ხარ და იქნებ დაფიქრდე, იქნებ მიხვდე რომ კარიერაზე და ფულზე უფრო ძვირფასი სხვა ღირებულებები და ფასეულობები არსებობს...
ვენეციის კომისია
02 აგვისტო 2022 11:01
14
Dasjas ra azri aqvs gana tviton ar unda karg chempionatshi?ise dinamo tbilisis bralia aset asakshi ra undoda rusetshi???da kvirikashvili vin aris esec aqedan wavida tu iqauri rus-qartvelaa?
Givi
02 აგვისტო 2022 10:59
4
მე არ ვიცი ლუკა გაგნიძე წამოვა თუ არა მოსკოვის დინამოდან მაგრამ ერთს ვიტყვი, ეს არის ჩემი პირადი აზრი, ლუკა გაგნიძე კვარაცხელიას შემდეგ საქართველოში ნომერი მეორე ფეხბურთელია ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ ჩემი აზრია
დიტო
02 აგვისტო 2022 10:56
14
ალბათ პოტენციურ შესაძლებლობას გულისხმობ,რადგან ჯერ არაფერი დაუმტკიცებია,მაგრამ საფეხბურთო ნიჭთან ერთად,ფეხბურთში,ზოგადი განათლება, გონებრივი და მორალური განვითარებაც მნიშვნელოვანია. აქ,ძალიან დიდი პრობლემები უჩანს,ლუკას.დაუჯერებელია ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გაეგო,რა ხდება და თუ გაიგო,მაგრამ მაინც იქ დაბრუნდა,ეს უკვე მორალურ პრობლემებზე მეტყველებს.ალბათ შესთავაზებენ და ეგეც მიიღებს,რუსეთის მოქალაქეობას.მეტი ჭკუა არ უჩანს და მიტომ ვფიქრობ ასე.ვერც იქ მიაღწევს დიდ წარმატებებს,ისევ მაგ ნაკლოვანებების გამო.იმედი მაქვს გამოუჩნდება ჭკვიანი მრჩეველი და სწორ გზაზე დააყენებს.
სოსო
02 აგვისტო 2022 13:25
1
გრიგალავას რას ვერჩით? კაცი იქაურია და მალე პენსიაზე გავა. თავისი გადასაწყვეტია სად იცხოვრებს. გაგნიძის იქ დარჩენა უკვე ჯიბრს მაგონებს. მინდა და აქ უნდა ვიყოვო. რისთვის იფუჭებს მომავალს, თუ კი ფეხბურთის თამაში შეუძლია სხვაგან ითამაშოს და თუ არაფერი შეუძლია სადაც უნდა იქ იყოს რა მნიშვნელობა აქვს?
G.LA
02 აგვისტო 2022 10:53
5
ამ ადამიანს რატომ არ აკრიტიკებთ?ოკუპანტ ქვეყანაში დარჩა ,იმიტომ ხომ არა რომ მისი გვარი ძე - თი მთავრდება აბა კვარაცხელიაზე და შენგელიაზე ერთი ამბავი ატეხეთ ვითომდა ვაი ქართველებმა
ბალეშიკ
02 აგვისტო 2022 10:47
30
ობიექტური და კარგად წასაკითხი ანალიზია, ხვიჩას კონტექსტი და შედარებაც ზუსტადაა დაჭერილი
სოსო წერეთელი
02 აგვისტო 2022 10:31
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული