ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუჩესკუმ წიტაიშვილის "დინამოდან" წასვლაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, კიევის "დინამო" "შტურმს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს ჰკითხეს, რას ფიქრობს "ლეხში" იჯარით გადასულ გიორგი წიტაიშვილზე.

"მან ფიფას წესით ისარგებლა და ასე გადაწყვიტა. შეეძლო ჩვენთან დარჩენილიყო, მე ეს მინდოდა, მაგრამ მან სხვა არჩევანი გააკეთა. ამიტომ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით არავითარი მოსაზრება არ მაქვს.

ალბათ, მისი კარიერისთვის ასე უკეთესი იქნება, თუმცა მომავალ წელს უკან დაბრუნდება. ის კარგი მოთამაშეა".

ასევე დაგაინტერესებთ