"ნაპოლი" კასტელ დი სანგროდან ნეაპოლში დაბრუნდა და სეზონის სტარტისთვის მზადება კლუბის ბაზაზე გააგრძელა. გუნდის ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს უკვე შეაყვარა თავი და მასთან სურათებს იღებენ. იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ქართველს ახალ "ნაპოლიში" განსაკუთრებული როლი მიენიჭება და მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
Football Italia: "სამი ლეგენდის წასვლის შემდეგ, "ნაპოლი" გარდამავალ პერიოდში ახალ კამპანიას იწყებს. ჟურნალისტი და ბლოგერი სტივენ კასევიჩი მიიჩნევს, რომ ნეაპოლელებს მაინც შეუძლიათ სკუდეტოსთვის ბრძოლა.
იმედგაცრუების მერე ოპტიმიზმის მცირედი გრძნობა დაბრუნდა, როდესაც რიგი დამაინტრიგებელი ტრანსფერი განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებს
მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა. სერია A-ს წამყვან კლუბებთან კონკურენციისთვის ახალბედების სწრაფი ინტეგრაცია მნიშვნელოვანი იქნება. ჩემპიონობა ძალიან შორი პერსპექტივა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კი უფრო რეალური ამოცანაა.
საკვანძო ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი უნდა გახდეს და ტრავმებს თავი აარიდოს, რათა გუნდი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე არ დარჩეს. როდესაც მან "ინტერთან" მატჩში (3:2) ყბის ძვლის მოტეხილობა მიიღო, 8 თამაში გამოტოვა და მისმა გუნდმა 3 მარცხი განიცადა.
სპალეტიმ უკვე თქვა, რომ ტოპ-კლუბებთან რთული ბრძოლები ელით. ეს მწვრთნელის ძალიან გასაგები განაცხადია, რომელიც ცდილობს დიდი მოლოდინი არ შექმნას.
გასულ სეზონში ოსომენი ხშირად რჩებოდა თავდასხმაში ეულად და სპალეტიმ საჭიროა ცენტრფორვარდისთვის შექმნას უფრო წინწაწეული შემტევი ტრიო, რათა ეს რგოლი მეტად ბალანსირებული გახდეს.
უფრთხილდით ფლანგზე ქართველ ჯადოქარს
ხვიჩა კვარაცხელია ყველა ასპექტში ხმამაღალი შენაძენია
ხვიჩა კვარაცხელია ყველა ასპექტში ხმამაღალი შენაძენია
21 წლის თბილისელი ფეხბურთელის წინაშე მარცხენა ფრთაზე ინსინიეს შეცვლის რთული ამოცანა დგას. ბრწყინვალე ტექნიკით და ბურთის ჯადოქრულად ფლობით ის თვით ყველაზე პესიმისტ ფანებს ააღელვებს და მომავალ კამპანიაში უდავოდ ყურადღებას იმსახურებს".
CBS Sports: "ნაპოლი" ახალ ერას იწყებს. გუნდი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, მეტად აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ უნდათ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის პრეტენდენტებად დარჩნენ, ახალი ლიდერის მოძიება მართებთ.
სატრანსფერო ფანჯრისას შეტევის ხაზში აღსანიშნავი შენაძენი არ გაუკეთებიათ, მხოლოდ სამი მცველი დაიმატეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მექსიკელმა ირვინგ ლოზანომ შეიძლება ბოლოს და ბოლოს თავის წარმოსაჩენად შანსი მიიღოს.
ძალიან პერსპექტიულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ძლიერ უნდა ჰქონდეთ იმედი, რათა თავდასხმის ამ რგოლმა გარკვეული სტაბილურობა შეიძინოს და აუცილებლად უნდა იყოს ნამდვილი შემოქმედი, რომ ცოტა ხნის წინ მიღწეული წარმატება გაიმეორონ - მეტადრე იმის გათვალისწინებით, რომ კლუბი ბევრმა ვარსკვლავმა დატოვა".
ყველას აქვს უფლება აჟიოტაჟი ატეხოს და მოსწონდეს კონკრეტული ფეხბურთელი, ან არ მოსწონდეს. არავინ ბღავის, ყველა ჩვენს აზრს ვაფიქსირებთ. კორექტულად ჯობია მივმართოთ ერთმანეთს.
ქებას და აჟიოტაჟს თუ ვერ უძლებს ფეხბურთელები ის არცაა სპორტსმენი და ეგ ყოველთვის ჩანს. ხვიჩას შემთხვევა სხვა არის. ის არ აქვევს ყურადღებას როგორც თქვენ უწოდეთ - "ბღავილს" !
თქვენნაირები არიან ზუსტად, ოღონ თამაში ჩაუვარდეს და გამოხტებით მერე აი ხომ ვამბობდიო. ჩვეულებრივი ლუზერები ხართ და ლუზერზ ყოველთვის უხარია სხვისი წარუმატებლობა, რადგან თავის ლუზერულ ეგოს ამით იმშვიდებს :)
(ლუზერი წარუმატებელს ნიშნავს )
ხვიჩას რაც შეეხება, მისი არავისთან შედარება არაა საჭირო, უყურეთ და დატკბით უბრალოდ მისი თამაშით, ვის ჯობია და ვის არა ეგ ორღობის ჭორაობაა თქვენი მხრიდან და სხვა არაფერი.
თუ ცუდად წავა მისი კარიერა ეს მარტო მას დააკლდება და ამით თქვენ ნამდვილად ვერ გახდებით წარმატებულები :)