ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ჰალის" კარგი სტარტი - შოთას გუნდმა "ნორვიჩს" სძლია

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „ნორვიჩი“ 2:1 დაამარცხა.

ლიგის თასზე სტუმრად „ბრედფორდთან“ 1:2 წაგების შემდეგ, არველაძემ ძირითად შემადგენლობაში 6 ცვლილება განახორციელა, "ჰალმა" დღევანდელი მატჩი კარგად ჩაატარა და კოლუმბიელი თავდამსხმელის ოსკარ ესტუპინანის დუბლით გაიმარჯვა.

„ჰალმა“ პირველ 3 ტურში 7 ქულა მოიპოვა, ჯერჯერობით ლიდერია და 16 აგვისტოს გასვლაზე „ბარნლის“ დაუპირისპირდება.

ჰალი.“MKM სტადიუმი“. 17 028 მაყურებელი
ჰალი - ნორვიჩი 2:1
გოლები: 1:0 ესტუპინანი (43), ესტუპინანი (62), 2:1 ნუნიესი (72)

ასევე დაგაინტერესებთ