Daily Mail: "სკუნიცო კვარა" ქარიშხალია - უკვე მინიმუმ 25 მილიონი ფუნტი ღირს

AutoSharing Option
სერია A-ს პირველი ტური პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა "დეილი მეილმა" მიმოიხილა და სტატიის ავტორმა ალვიზე კანიაცომ 10 ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენას შორის "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული დებიუტი მიიჩნია:

"სკუნიცო კვარა" "ნაპოლის" სკაუტების წარმატებულ მუშაობას ამტკიცებს

"აღმოაჩინა რა თავისთვის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, "ნაპოლი" გვეუბნება, რომ ტოპ-მოთამაშეები ყოველთვის არ უნდა იყვნენ ძალიან მაღალი ფასის. განსაკუთრებული მონაცემები და დრიბლინგი მას სერია A-ს ყველაზე იაფ შენაძენად აქცევს.

21 წლის წვერებიანი მოზარდის სახის ფეხბურთელი - ეს ქარიშხალია, რომელიც იტალიურ ტოპ-ლიგაში ხვიჩას ადაპტირების შესაძლებლობების ეჭვებს ფანტავს. ორშაბათს
თავისი გუნდის პირველი გოლი გაიტანა, სტუმრად "ვერონასთან" დომინირებდნენ და 5:2 გაიმარჯვეს.

"სკუნიცო კვარა", რაც ითარგმნება, როგორც "ბიჭუნა კვარა" - მისი გარეგნობის გამო. ქართველს უკვე აღმერთებენ ნეაპოლელი გულშემატკივრები და მისი ადგილი ლუჩანო სპალეტის თავდამსხმელთა ტრიოში ირვინგ ლოზანოსთან და ვიქტორ ოსიმენთან ერთად უსაფრთხოდ მოჩანს.

ტოსკანელი მწვრთნელის ხელში კვარაცხელიას კიდევ უფრო მეტად სრულყოფა ძალუძს და იმის დემონსტრირება შეუძლია, როგორ უნდა მოახერხონ სკაუტებმა კლუბისთვის ფინანსური ზიანის მიყენების გარეშე გუნდის გაძლიერება. ახლა "ნაპოლის" ძალიან თავდაჯერებულად მომავალის იმედი აქვს.

და სხავთა შორის, ნებისმიერს, ვისაც ქართველის შეძენის სურვილი გაუჩნდება, რომლის ტრანსფერი ივლისში დაახლოებით 9 მილიონ ფუნტი დაუჯდათ, დღეს უკვე მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
სანაია, აბა ეხლა გააღე პირი და თქვა ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
მამუკა
00:34 17-08-2022
4
აქ რა მოსატანია მაგრამ ხოჭოლავას და ლოჩოშვილის დუეტი დაცვაში მგონია იდეალური ვარიანტი სამომავლოდ
რაბუ
00:00 17-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული