"ეს ჩვენი ქვეყნისთვის დღესასწაული იყო" - შოთა არველაძის ვარაუდი, თუ რამდენ გოლს გაიტანს "კვარა" მიმდინარე სეზონში

AutoSharing Option
RBC Sport-თან საუბარში "ჰალ სიტის" ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ამხანაგურ თამაშებში მან თავი კარგად წარმოაჩინა და დამსახურებულად მოიპოვა ადგილი შემადგენლობაში. გარდა გოლისა, მან ძალიან კარგი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა, რაც მის მაღალ ინდივიდუალურ მონაცემებზე და ასევე თამაშის კარგ ხედვაზე მეტყველებს.

ვფიქრობ, დონე და ძალა, რომელსაც ხვიჩა ავლენს, სისწრაფეში, ან თუნდაც ბურთის მიღებისას, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მაღალი დონის მიუხედავად, ის თავის თამაშს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და წელს მინიმუმ 12 გოლს გაიტანს.

ხვიჩას აქვს ძალიან კარგი და
ლამაზი კარიერული განვითარება. ის სუპერ კლუბში გადავიდა, მანამდე კი საქართველოში თამაშობდა და ყველას დაანახა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად აჩვენებს თავის მაღალ დონეს. თქვენ უნდა გენახათ, რა დღესასწაული იყო მისი სადებიუტო შეხვედრა საქართველოში, როგორ უხაროდა ხვიჩას თავის ქვეყანაში თამაში... ეს მთელი ქვეყნისთვის პატარა დღესასწაული იყო", – ამბობს არველაძე. - განაცხადა მან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
თორმეტსაც გაიტანს და ოზდაორსაცეს მუხლი ტკივა თუ რა უქმნის დისკომფორტს ექიმებმა ჩემე უკეთ იციან რას აკეთებენ და კვარა ჩემო კარგებო თორმეტი და კიდე თორმეტი ესე იქნება რატომ არ უნდა იყოს ვითომ ესე სათამაშო დრო ააქ ცოტა ხანში უფრო მეტი დროც მიეცემა და მერე ვნახოდ რას იზამს ჩვენი ძმა.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ სუყველას გენაცვალეთ გულში
კაკაო
11:38 18-08-2022
0
მთავარი რაოდენობაა არაა მთავარია ხარისი და ის რომ ხვიჩა ჩამოყალიბდეს პროფესიონალად
ჯაბა
02:07 18-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული