ჩაკვეტაძის ტრავმა, კანკავას გაძევება და "სლოვანის" გმირობა - "ლეხი" გავიდა, "ფეჰერვარი" გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე გასასვლელ პლეი-ოფში "ქართული გუნდებიდან" წარმატებას "სლოვანმა" და "ლეხმა" მიაღწიეს.

„სლოვანს“ ბოსნიაში 0:1 წაგების შემდეგ შინ „ზრინსკის“ ძლევის და მიზნის მიღწევის შანსი ჰქონდა და სტადიონზე მისული 14 333 მაყურებელი თავის გუნდს გულმხურვალედ ქომაგობდა. ბრატისლაველთა მწვრთნელმა ვაისმა ისევ სამივე ჩვენებური (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე) დააყენა სასტარტოში. "სლოვანში" სადებიუტო გოლით რამირესმა 65-ე წუთზე მასპინძლები დააწინაურა. 90+2-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, მერე დაშავდა, შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა. ძირითადი დრო 1:0 დასრულდა.

103-ე წუთზე სტუმრებმა
ანგარიში გაათანაბრეს. 117-ე წუთზე კანკავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. კაცნაკლული "სლოვანი" არ დანებდა, 120+2-ე წუთზე რამირესმა დუბლი შეასრულა, 2:1 და პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც კაშიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა სლოვაკურმა კლუბმა 6:5 იმარჯვა.

„ფეჰერვარმა“ გასვლაზე „კიოლნი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო სეკეშფეჰერვარში გერმანულმა გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო (3:0). მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ და ყვითელი ბარათი მიიღო.

ვაკო გვილიას „რაკუვმა“ საკუთარ მოედანზე ერთი კვირის წინ „სლავიას“ 2:1 სძლია. დღეს პრაღაში ძირითად დროში ჩეხებმა 1:0 იმარჯვეს, 120+1-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანეს. გვილია 90+1-ე წუთამდე იყო მოედანზე.

„შკუპი“ ისევ დამარცხდა „ბალკანისთან“, ამჯერად 0:1 (ორი შეხვედრის ჯამში 1:3) და ევროტურნირებს დაემშვიდობა. ჩრდილომაკედონიურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო.

„ლეხმა“ „დუდელანჟს“ პოზნანში 2:0 მოუგო, ლუქსემბურგში დაუზავდა (1:1) და მიზანს უწია. ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი წიტაიშვილი კი მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე და საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ჟილ ვისენტე“ „ალკმაართან“ პირველ შეხვედრაში 0:4 განადგურდა, დღევანდელ მატჩს პრაქტიკული თვალაზრისით აზრი დაკარგული ჰქონდა და პორტუგლიაშიც წააგო (1:2). „ჟილ ვისენტეში“ გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ანუ ქართველების ყველა მცდელობის მიუხედავად, სლოვანმა შემდეგ ეტაპზე გააღწია.
ანუ
26 აგვისტო 2022 12:23
9
სლოვანის გულშემატკივრები მადლობას უხდიან ქართველებს,თავგანწირული ბრძოლისათვის."
ანუ"თქვენ ,ქართველი და ქართველების "დიდი გულშემატკივარი"ბრძანდებით.ყოჩაღ!ასე განაგრძეთ!
სოსო
26 აგვისტო 2022 16:12
2
ყველაზე მეტად ჩაკვეტაძის ტრამვა მაწუხებს... რა სიმძიმისაა???
tngh
26 აგვისტო 2022 11:55
3
მსუბუქია, მომავალ თამაშზე ითამაშებსო!!!
მატეო
26 აგვისტო 2022 21:48
0
ქართველებმა იმაზე მეტი ყვიტელი ბარათი მიიღეს ვიდრე დანარჩენმა გუნდმა, თან ერთიი გააძევეს და მეორემ პენალტი ვერ გამოიყენა.
სტატისტიკა
26 აგვისტო 2022 09:39
4
სამმა ქართვემა რვა (თუ კიედევ მეტ) დანარჩენ თანაგუნდელზე მეტი ყვითელ-წითელი ბარათი, რომ მიიღო ამას შემთხვევითაობა ქჰვია?
სტატისტიკა
26 აგვისტო 2022 14:07
1
ისინი ჩაკვეს ჩათვლით,უკვე გუნდის ლიდერებად გვევლინებიან და ჩაკვეს ტრავმიდან,ხოლო კაშია -კანკავას ასაკიდან გამომდინარე,სხვებზე მეტადაც იღლებიან.დაღლილი კაცი კი,სხეულს სრულად ვეღარ იმორჩილებს.შეცდომებს ჯარიმები,გაფრთხილებები და გაფუჭებული პენალტები მოსდევს.დათო ყიფიანი რომ დათო ყიფიანი იყო,მასაც აქვს გაფუჭებული პენალტი,პენალტების სერიაში.სხვებზე მეტი მუშაობა უწევდა მასაც და იმიტომ.კანკავას წითელი ბარათიც სრული შემთხვევითობა იყო.არავითარი წინასწარგანზრახული უხეშობა.ჯარიმის აკიდება იმ მომენტში და იმ პოზიციაზე,სრული უაზრობა იყო.მანდაც გადაღლა იყო, მიზეზი.
სოსო
26 აგვისტო 2022 11:13
3
ბრავო ვაისს მეორე წელია გუნდშია და ზედიზედ მეორედ გაიყვანა კლუბი ჯგუფურ ეტაპზე
juve
26 აგვისტო 2022 09:29
2
არაფერი საშიში არ ჭირს კუნტი დაეჭიმა დაიხალა და გაიხვანეს,ცარმატებები ხველას
K.K
26 აგვისტო 2022 09:03
1
მშვენივრად ითამაშა ჩაკვემ, ყველაზე აქტიური იყო.
Semi
26 აგვისტო 2022 07:58
3
არამგონია ჩაკვეს რამე სერიოზული დაზიანება მიეღო ჩვეულებრივად გადადგილდებოდა მოედანზე გასვლის შემდეგ არ დაუტოვებია სტადიონი და ექსპტრა ტაიმების დროს და პენალტების დროს გამოჩნდა კადრებში რომ ჩვეულებრივად დადიოდა მოედნის მიღმა უბრალოდ ძაან დაიღალა დღეს მართლაც მონდომებული იყო ჩაკვე ბევრი იშრომა,გამიხარდა სლოანის გასვლა კონფერენც ლიგაზე ძაან არ მინდოდა რომ ჩაკვეს კაშოს და ჯაბას მთელი სეზონი მხოლოდ სლოვაკეთის ჩემპიონატში ეთამაშათ განსაკუთრებით ჩაკვეს წარმატებები მათ კონფერენც ლიგაზე.
ზურა
26 აგვისტო 2022 01:58
1
ჩაკვე ისევ ტრავმა, რა ჯანდაბა გვჭირს,არადა თვეზე ნაკლები დარჩა სანაკრებო მატჩამდე, იმედია სერიოზული არ იქნება
irakli
26 აგვისტო 2022 01:50
3
ჯერ ადრეა ნაკრები ვერ თამაშობს ნაკრების დონეზე
rembo
26 აგვისტო 2022 10:15
4
წიტაიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა რატო არ წერთ.
რრრ
26 აგვისტო 2022 01:45
3
სტატიაში, ბოლოდან მეხუთე სტრიქონი ნახე,უწერიათ.
სოსო
26 აგვისტო 2022 10:29
1
წიტაიშვილმაც და კაშიამაც ფაქტიურად ასისტი გააკეთა თავით მოიგო საჰაერო და დაუგდო რამირესს, მერე იმან მაკრატელათი გაიტანა
შაკო
26 აგვისტო 2022 03:03
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული