"კვეკვესა" და "წიტას" "ლეხი" "ვილიარეალთან" უხვგოლიან თრილერში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის "ლეხი" კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ვილიარეალს" ესტუმრა და 4:3 დამარცხდა.

შეხვედრა პოლონურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე მიხაილ შკორასმა გოლის გატანა შეძლო.

ალექს ბაენას დუბლისა და სამუელ ჩუკვუეზეს გოლის წყალობით "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" პირველ ნახევარში 3:1 გაიმარჯვა.

მეორე ტაიმში მატჩის მიმდინარეობა შეიცვალა. 47-ე წუთზე "ლეხმა" პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც გოლად მიკაელ იშაკმა აქცია. შვედმა ცენტრფორვარდმა 15 წუთში დუბლი შეასრულა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა. მატჩის 89-ე წუთზე "ყვითლების" ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანსის
კოკლენმა ულამაზესი შორეული დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კარგი შეხვედრა ჩატარა ნიკა კვეკვესკირმა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველა მინდორზე 90 წუთი გაატარა, მატჩის ტემპს აკონტროლებდა და რამდენიმე გამამწვავებელი პასიც გააკეთა. რაც შეეხება წიტაიშვილს, გიო მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.

"ლეხი" C ჯგუფის მომდევნო შეხვედრას 15 სექტემბერს, ვენის "აუსტრიას" წინააღმდეგ გამართავს.

altლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი

altნიკა კვეკვესკირი: ბათუმის "დინამოზე" უკეთესი გუნდი მხოლოდ ქაღალდზე გვყავს

მკითხველის კომენტარები / 2 /
სასიხარულოა ჩაკვეტაძის კარგი თამაში. აშკარად მოუმატა და შესანიშნავად ათამაშდა. მე ვიტყოდი, ტრავმის შემდეგ საუკეთესო კონდიციებშია და დარჩა მხოლოდ მიზნის გასწორება, რომელსაც მალე მოევლება. მთავარი ფორმაში შევიდა და სიზუსტეც დაიხვეწება პრაქტიკაში.
ლაშა
23:12 09-09-2022
0
წიტამ უნდა მოუმატოს დიდი პოტენციალიაქ
beqa
23:23 08-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული