ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ზურიკო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იქნება" - "ბორდოს" თავკაცი დავითაშვილზე საუბრობს

AutoSharing Option
"ბორდოს" მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გუიონმა "სენტ ეტიენთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა ზურიკოს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველს შეტევაში ერთ-ერთ მთავარ იარაღად მიიჩნევს.

"ალიუ ბაჯიუსთან და ზურიკო დავითაშვილთან ერთად შეტევაში უფრო მეტი იარაღი გვაქვს, ახლა კი მთავარი ამ ფეხბურთელების სწორად გამოყენება და მათი გუნდზე მორგება იქნება", - განაცხადა გუიონმა.

შეგახსენებთ, "ბორდო" 10 სექტემბერს "სენტ ეტიენს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ