ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"მატჩზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც რონალდოს ჰქონდა" - ანტონიო კასანო

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 18 სექტემბერს "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ კი მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ჩვენებურის კარგ თამაშზე ამჯერად Bobo TV-ის ეთერში "რეალის", "მილანისა" და "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ისაუბრა.

მისი თქმით, ხვიჩას თამაშებზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც ბრაზილიელ რონალდოს ჰქონდა, როდესაც სერია A-ში ასპარეზობდა:

"ნაპოლიმ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, თუმცა "მილანს" წაგება არ დაუმსახურებია. "კვარა" და ლობოტკა ნებისმიერ გუნდში თამაშს შეძლებდნენ, "ბარსელონაში", "ბაიერნსა" თუ "მანჩესტერ იუნაიტედში". ხვიჩას ძალიან ძლიერი ფეხები აქვს. მსგავსი გავლენა
შეხვედრებზე მხოლოდ რონალდოს ჰქონდა, როდესაც სერია A-ში სათამაშოდ გადმოვიდა" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 1-ელ ოქტომბერს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.

altროგორ იქცა "აუტსაიდერობისთვის განწირული" ხვიჩას "ნაპოლი" ლიდერად?

alt"ხვიჩა და ინსინიე ერთმანეთისგან სრულად განსხვავდებიან, ქართველი ნამდვილი ბრილიანტია" - ანტონიო კასანო


ასევე დაგაინტერესებთ