"პსჟ 130 მილიონს უფრო კვარაცხელიაში გადაიხდის, ვიდრე ოსიმენში" - იტალიური მედია

AutoSharing Option
სერია A-ს ბოლო ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ლეჩეს" ვერ სძლია (0:0), ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა, 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ მიიღებს ევროტურნირებზე მონაწილეობას და მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა ფეხბურთელები სტვენით გააცილეს.

გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირზე 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც გუნდის ჩაგდებული სეზონის კვალობაზე ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.
იტალიური მედიის ცნობით, მალე გუნდს ანტონიო კონტე ჩაიბარებს, spazionapoli-ს მტკიცებით კი რევოლუციური საკადრო ცვლილებები დაიწყება. გამოცემა "ტუტოსპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იტყობინება, რომ პსჟ ვიქტორ ოსიმენზე
უფო მეტად კვარაცხელიას სამსახურითაა დაინტერესებული:

"ოსიმენი კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსასყიდი 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს "ნაპოლის", მაგრამ ჯერ უცნობია, ვინ გადაიხდის ამ თანხას. როგორც ჩანს, პსჟ უფრო მეტად ასეთ მაღალ ინვესტიციას კვარაცხელიაში განახორციელებს, ვიდრე ნიგერიელში".

spazionapoli ასკვნის, რომ ნეაპოლურმა კლუბმა 130 მილიონი შეიძლება არა ოსიმენის, არამედ კვარაცხელიას ტრანსფერიდან მიიღოს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან სუსტია, ერთადერთი მდიდარი და ძლიერი გუნდი პსჟ-ეა, ამიტომ კვარა იქ ვერ გაიზრდება. სწორედ ამიტომაა, რომ პსჟ ევროტურნირებზე ვერაფერს აკეთებს მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობის სამი უძლიერესი ფეხბურთელი თამაშობდა იქ.
ჟორა გაბრიჭიძე
18:42 27-05-2024
4
დიდი ხანია ვამბობ, რომ ოსიმენი ქაღალდზე უფრო ძლიერია, ვიდრე მოედანზე, მაგრამ ვის ესმის? ოსიმენს თუ გააქვს დაღეჭილი ბურთები გააქვს, კვარა კი შემოქმედია. ამიტომ ეს თვალგახელილმა კაცმა უნდა დაინახოს.
ჟორა გაბრიჭიძე
18:38 27-05-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული