ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"საზონოვი მესია თუ რონალდო?" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთში არსებული სიტუაციისა და ნაკრების იზოლაციის გამო, ფეხბურთელები სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებენ. ამასთან დაკავშირებით "სპორტ-ესქპრესთან" ინტერვიუში მათი ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვალერი კარპინმა ისაუბრა.

- ზახარიანის ირგვლივ სიტუაცია იძაბება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება გამონაკლისის სახით მოქალაქეობა შეიცვალოს.
- ამ თემაზე მასთან არ მისაუბრია. თუ საჭირო იქნა, ვნახოთ. როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ფეხბურთელი, თუ არ უნდა რუსეთის ნაკრებში თამაში, ნუთუ ღირს მისი გადარწმუნება?

- არ გაქვთ იმის შიში, რომ შეიძლება ბევრი მოთამაშე დაკარგოთ?
- რა ბევრი? ხუთი მოთამაშე? საზონოვი და სპერციანი კარგი ფეხბურთელები
არიან, მაგრამ ეს - ორი მესია? სამი რონალდო? ხარისხიანები კი არიან. თუმცა, არიან სხვა ხარისხიანი ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ