"ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას ვუქომაგებ" - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავის ფავორიტებზე ისაუბრა

AutoSharing Option
რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვალერი კარპინის მეუღლე დარია კარპინამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას უქომაგებს.

"ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების გულშემატკივარი ვიქნები. 2006 წლის მუნდიალის დროს გერმანიაში ბანაკში ვიმყოფებოდი და ამ ქვეყნის ფანების ქომაგობით აღვფრთოვანდი.

მესი თუ რონალდო? - მე მესის ვირჩევ", - დაწერა კარპინამ სოციალურ ქსელში, სადაც გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო 2024-ზე პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 35 /
კარპინის ცოლი ეტყობა ქართველი მაჩოს გამოა მოხიბლული. ისე, ულამაზესი ქალია
ბექა
18:57 02-06-2024
0
რა დრო დადგა, რუსები გვეტენებიან! ))))
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული