ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რუსებს იმედები გადაუწურეს - უთხრს, რომ ხვიჩა მათ ქვეყანაში აღარასდროს დაბრუნდება

AutoSharing Option
იტალიელი ორესტე ჩინკვინი რუსეთის საფეხბურთო წრეებში კარგად არის ცნობილი. ის ჯერ ეროვნულ ნაკრებში ფაბიო კაპელოს ასისტენტი იყო, შემდეგ - "ზენიტის" მწვრთნელი და ამავე კლუბის სპორტული დირექტორი.

რუსი ჟურნალისტები მას დაეკითხნენ, ევროპულ ტურნირებზე დაბრუნების შემდეგ არის შანსი თუ არა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სათამაშოდ რუსეთში კვლავ გადავიდეს. 

"შესაძლოა, ევროპულ ტურნირებზე დაბრუნების შემდეგ რუსეთში კარგი მოთამაშეები კვლავ ჩამოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ხვიჩა კვარაცხელიას არ ეხება.

ის არასდროს დაბრუნდება რუსეთში. ვფიქრობ, ქართველი კარიერას ისევ იტალიაში ან სადმე ევროპაში გააგრძელებს", - ამბობს ჩინკვინი.
ასევე დაგაინტერესებთ