აღნიშნული წყაროს ცნობით, მაურიციო სარის (იმ დროს "იუვენტუსს" წვრთნიდა) მაშინ "რუსთავის" საკუთრება კვარაცხელია შეუმჩნევია და სასწრაფოდ მისი გადაყვანა მოსურვებია, თუმცა ეს ამბავი არ გამოვიდა, ხვიჩა კი შემდეგ "რუბინში" აღმოჩნდა.
Il Messaggero წერს იმის შესახებაც, რომ სარის "კვარას" წაყვანა ამ ზაფხულსაც სურდა, თუმცა "ლაციოზე" უკეთესი "ნაპოლი" აღმოჩნდა.
აქვე გეტყვით, რომ Football Italia-ს ცნობით, ხვიჩა ტოპ 4 ევროპულ ჩემპიონატში გატანილი ბურთებითა და ასისტებით საუკეთესოთა შორის მეექვსე ადგილზე
ექვსეული ასე გამოიყურება:
ერლინ ჰოლანი - 20 გოლი, 3 ასისტი
ნეიმარი - 11 გოლი, 9 ასისტი
რობერტ ლევანდოვსკი - 14 გოლი, 2 ასისტი
ლიონელ მესი - 8 გოლი, 8 ასისტი
ჯამალ მუსიალა - 7 გოლი, 7 ასისტი
ხვიჩა კვარაცხელია - 7 გოლი, 5 ასისტი.
ხვიჩა არი გამრღვევი, გამჭრელი. ჰალანდი არის დამრტყმელი. ხვიჩას შეუძლია მისი დამარცხება გუნდურად. მაგისი გუნდის წინააღმდეგ საჭიროა როგორც ფიზიკა ტაქტიკა და დაცვაში მაგარი თამაში, ასევე უკიდურესად თავხედური და ტექნიკური თამაში. ნერვების მოშლა და ყვითლების აკიდება მაგათზე. ის რაც ესპანეთმა გააკეთა გერმანიის წინააღმდეგ 2010 წლის მსოფლიოს ნახევარფინალში, დელ ბოსკესგან ქონდათ დავალება მაქსიმალურად ტექნიკურად ეთამაშათ და წყობიდან გამიეყვანათ როგორც მატადორი და ხარები.
ჰაალანდს მარტო გოლების გატანა შეუძლია.ლამაზი თამაშით მისგან არ ვართ განებივრებული. ალბათ იტყვით,გოლის გატანა არის მთავარიო და ასეც არის,მაგრამ ფეხბურთი გვიყვარს ხვიჩასნაირი ფეხბურთელების გამო და არა კიბორგ-რობოტა ჰაალანდისნაირების გამო...