ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლოჩოშვილის "კრემონეზე" "უდინეზეს" დაუზავდა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-12 ტურში „კრემონეზესა“ და „უდინეზეს“ მატჩი 0:0 დასრულდა.

გასულ ტურში მიღებული ტრავმის გამო მასპინძელთა გუნდის მცველის ლუკა ლოჩოშვილის თამაში სათუო იყო, თუმცა მწვრთნელმა ის მაინც დააყენა ძირითად შემადგენლობაში და დაცვაშიც საიმედო იყო და შეტევებსაც კარგად იწყებდა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს.

ეს გუნდები 27 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, მატჩი სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, სტუმრებს გამარჯვების მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ საფინალო სასტვენის წინ დეულოფეუმ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

„კრემონეზე“ 5 ქულით აუტსაიდერია და 5 ნოემბერს გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.