კვარაცხელია ვარჯიშზე დაშავდა - მისი "უდინეზესთან" თამაში საეჭვოა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია ნეაპოლურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვარაცხელიამ გუშინ, 3 მაისს, ვარჯიშის დროს მარცხენა ბარძაყის კუნთის არეში მცირე დაზიანება მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა "კვარა" ორშაბათს, "უდინეზეს" წინააღმდეგ თამაშს.

შეგახსენებთ, მატჩი 6 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

alt"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

მკითხველის კომენტარები / 36 /
ვინც პირდაპირ, თუ ირიბად, სპეციალურად, თუ უნებლიედ, რუსეთის საქმეს აკეთებს და საქართველოს აზიანებს, არავის აცდეს კანკავას ინსტაზე გამოქვეყნებული აბრევიატურა რუსეთთან მიმართებაში, არც ნაცს, არც ქოცს, არც ფეხბურთელს, არც პროფესორს. რუსო ტროლებო, დღეს მაინც დაისვენეთ, შეარგეთ ხალხს ბედნიერება. ქართველებო, თქვენ კიდე გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს
ლადო
17:17 05-05-2024
1
მეტი პოზიტივი ერო ვერ ხედავთ გადაგვკიდეს ქართველები ერთმანეთს ან ისტორია წაიკითხეთ და მიხვდებით რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ ნუთუ ამ ბიჭზე ცუდის თქმა ერის ღალატს და სულმდაბლობას არ ნიშნავს აბა დაფიქრდით. წინ ეურო 2024 გველოდება და ერთად ვიზეიმოთ მტრების გასახარად:) რა დროს ერთმანეთის ლანძღვა და პოლიტიკაა კარგით რა. ძალა ერთობაშია გაუმარჯოს კვარას:)
გიო9
11:46 05-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული