ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩამ დღეს "ნაპოლიში" შეუზღუდავად ივარჯიშა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა, ნეაპოლში დაბრუნდა და დღეს ივარჯიშა კიდეც.

"ნაპოლის" ფეხბურთელები ჯერ ტრენაჟორებზე დაიტვირთნენ, შემდეგ მოედანზე გადაინაცვლეს და მოკლე მოედანზე ითამაშეს. კვარაცხელიამ შეუზღუდავად ივარჯიშა და ითამაშა. მცველი ამირ რაჰმანი ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და მალე ისიც ჩადგება მწყობრში.

ბაზაზე აგრეთვე "ნაპოლის" ყოფილი ვარსკვლავი ლორენცო ინსინიე იმყოფებოდა, რომელიც ზაფხულში "ტორონტოში" გადაბარგდა.

ნეაპოლური გუნდი ხვალ ანტალიაში ორკვირიან შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ