"ნაპოლი"-"ლილი" 1:4 - სპალეტის გუნდმა სერია A-ს განახლების წინ ისევ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ნაპოლი“ სერია A-ს განახლებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე „ლილთან“ 1:4 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 84-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, მაგრამ ამჯერად შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ცხადია, ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში ვერ ჩადგა. მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ასე უღიმღამოდ თამაში გუნდისგან მოულოდნელი იყო.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ფრანგული გუნდი დიაკიტემ დააწინაურა. კვარაცხელიამ ტაიმის დასასრულს ორი მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, ხვიჩამ დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოს წინ წააქციეს, თავად დაარტყა,
მაგრამ მიზანს ვერ უწია. „ლილმა“ კი კონტრშეტევებზე შანსები გამოიყენა და მერეტს კიდევ სამი გოლი გაუტანა, რის შემდეგაც ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ შეცვალა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანა და ნეაპოლელებმა სახლში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს.

შემდეგ შეხვედრას ნეაპოლური გუნდი უკვე ჩემპიონატზე ჩაატარებს - 4 იანვარს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლილი 1:4
გოლები: 0:1 დიაკიტე (18), 0:2 დავიდი (63), 0:3 ოუნასი (78), 0:4 ბამბა (82), 1:4 რასპადორი (90+3)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო (ძანოლი 83), ოსტიგარდი, ჟეზუსი (ბარბა 83), მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა (გაეტანო 69), ელმასი (რასპადორი 71), პოლიტანო (ძერბინი 69), კვარაცხელია (ზედადკა 84), ოსიმენი (სიმეონე 69)

მკითხველის კომენტარები / 41 /
ვერ გავიგე, ის ძირითადი მოთამაშეები (თითქმის ნახევარი გუნდი) შვებულებაში რომ გაუშვეს, როგორ და როდის უნდა შევიდნენ ფორმაში 4 იანვრამდე? ხვიჩა მარტო ხომ არ ათრევს ასეთ მოშლილ გუნდს, მითუმეტეს ასეთი მაღალი კლასის მეტოქეების წინააღმდეგ?
gogi
22 დეკემბერი 2022 02:58
10
ვინ ნახევარი გუნდი? კვარაცხელიას გარდა ოსიმენიც გუნდშია,ლობოტკაც ,დილორენცოც,რასპადორიც. მსოფლიოზე ერთადერთი შეუცვლელი ლიდერი კიმი დაიტვირთა და ისიც მერვედფინალამდე. ზელინსკი და ლოზანო ტრამვებია ფონზე ისედაც მუდმივ როტაციაში ხვდებიან და მაგათ გარეშეც ადვილად იგებდა ნაპოლი თამაშებს
დავითი
22 დეკემბერი 2022 04:11
0
ესე იცის სხვა სიტუაციებზე გადართვამ. ამას ფორმიდან ამოვარდნაც კი აღარ ჰქვია . გადაირევა მთელი საქართველო და არა მარტო. ესეთი რა დაზიანება მიიღო კაცმა თუ სხვა რაღაცაშია საქმე და დაგვერხა. ხვიჩა მოუყარე ისევ თავი ნებისყოფას და შეეშვი ყველაფერს თუ ძმა ხარ გთხოვთ
ფაქტია
22 დეკემბერი 2022 02:42
9
როგორც ამბობდა პიპინია ერისთავი: "-გახსოვდეს, ქალი მეომრის პირველი მტერია! განსაკუთრებით ევროპის ტერიტორიაზე."
ეს შეგონება დაივიწყა ხვიჩამ და შედეგი სახეზეა! გამოწურულ ლიმონს გავს, შენელებული კადრია.
Ზაზა 15
22 დეკემბერი 2022 02:34
16
ესენი თურქეთში საგრიალოდ იყვნენ თუ სავარჯიშოდ. არც იქ უვარგოდათ თამაშები და აქ ხომ ყარაბახის გუნდად იქცნენ. ხვიჩას კიდევ არც ისეთი ტრავმა ჰქონდა ესე რომ დაეკარგა სისწრაფეც და სიზუსტეც, ოთხ რიცხვამდე რა გაძლებს, მგონი არც უნდა დაისვენონ თავად ისეთ ხარისხს აჩვენებენ. ერთი რასპადრია ვინც თამაშობს და დანარენები უჯიგროდ სეირნობენ, ჩაგვიმწარდა ახალი წელი ოთხი იანვრის მოლოდინში სამწუხაროდ
???????????????
22 დეკემბერი 2022 02:10
8
ბავშვობაში ფეხბურთი არ გითამაშიათ? 3 თვეა არ ურბენია ფაქტიურად და 1 კვირაა რაც ვარჯიშობს, დარჩენილი დღეები ისევ სახლში კიარ წამოწვებიან, საკმაო ვარჯიშები ექნებათ თამაშამდე და ჩადგება ფორმაში... ისევ ფრენას რო დაიწყებს, შემდეგ წელს პირველად შეგრცხვებათ თქვები პესიმიზმი... რა პანიკებია, რუბინში რო ქონდა, არშემდგარი ტრანსფერის ამბების მერე პატარა ჩავარდნა, მაშინაც რაღაცა პესიმისტური პანიკა იყო... შევთანხმდეთ აქვე რო ბიჭი ნიჭიერია და უბრალოდ ვარჯიში და თამაშები ჭირდება... შეიძლება ხვალ რო ინტერთან ათამაშო მნიშვნელოვანი თამაში, იქ იფრინოს უკვე... მიზანსაც გაისწორებს და გოლებსაც გაიტანს
რა მაფიაა?
22 დეკემბერი 2022 03:20
0
ხვიჩა კი არა, რასპადორის გარდა არავინაა ფორმაში, მოსუქებული გოჭებივით არიან, რა დაემართათ, არც თურქეთში ვარგოდენ კაპიკად, ახლების გამოცდას, გუნდი შეკრას ისევ პროფესორა სპალეტიმ, მეორე გუნდი საერთოდ უვარგისი ჰყავს და ძველს მიხედოს თორემ ჩემპიონობა კი არა.............
kaxa
22 დეკემბერი 2022 02:03
4
ვამბობდი, რა დროს საცოლე და ცოლებია, ამას ეხლა ფორმაში რაღა შეიყვანს გადავირევი
mmm
22 დეკემბერი 2022 01:59
14
მგონი ხვიჩამ ახალ წელსაც არ უნდა დაისვენოს რომ ფორმაში შევიდეს, ფაქტიურად ვეღარ ვცნობ და ახალი სანერვიულო გამიჩნდა სერიოზული ძალიან...........
სიმართლე
22 დეკემბერი 2022 01:58
7
მეგობრებო დამშვიდდით!!! 4 იანვარს ვიხილავთ ისევ იმ ნაპოლის ჩვენი ვარსკვლავის თამადობით!!! დაე 2023 ყოფილიყოს ხვიჩას გაბრწყინების წელი!!! უფალი ფარავდეს!!! წინსვლა და წარმატებები!!! გისურვებთ ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას!!! შეხვედრამდე…
გულშემატკივარი
22 დეკემბერი 2022 01:48
0
1000%
რატი
22 დეკემბერი 2022 09:32
0
ვერ გავიგე, მსოფლიოზე მოთამაშე ნაპოლის ფეხბურთელები (ზელინსკი, კიმი, ანგისა, ოლივერა, ლოზანო) აღარ აპირებენ დაბრუნებას?! არცერთ ამხანაგურში განაცხადშიც არ ყოფილან და როდისღა უნდა შეთამაშდნენ, როცა შემდეგი მატჩი ინტერთანაა? აგერ კანადელი ჯონათან დევიდი, ვინც მსოფლიოზე ითამაშა, "ლილში" იყო და გოლიც შეაგდო, ხოლო ამათ კიდევ ნაპოლიმ რამხელა შვებულება მისცა?! სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, თორემ მთელი გაწეული შრომა წყალში ჩაიყრება!
P.S. სიმართლე რომ ვთქვა, არც ხვიჩაა ფორმაში და სასწრაფოდ უნდა მობილიზდეს, თორემ ვშიშობ რომ სპალეტიმ შეიძლება ამოაგდოს ძირითადიდან და მის ნაცვლად რასპადორი ჩასვას, ვისაც გოლები გააქვს (დღესაც შეცვლაზე შემოვიდა და გაიტანა)
fani
22 დეკემბერი 2022 01:28
4
რასპადორი არანაირად არაა ხვიჩას შემცვლელი ის ოსიმენის შემცვლელია ! ათამაშა სპალეტიმ ადრე რასპადორი მარცხენა ფლანზე და საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთა ხვიჩას შემცბლელები არიან ელმასი და ძერბინი
zura222
22 დეკემბერი 2022 03:20
0
ნერვიულობს ხვიჩა.
ინტერთან ერთი-ორი კარგი დრიბლინგი, ან გოლი/საგოლე გადაცემა უნდა დაწყნარდება და მთლიანად გაიხსნება მეორე წრისთვის.
ფაქტია, დიდი შესვენება გამოუვიდა და ვერაა ფორმაში ვერც თვითონ და ვერც მთელი გუნდი. ფაქტიურად ნაპოლის პიკში მოუწუა პაუზაზე გასვლა. ნახევარდაცვა "პრახადნოი დვერია" რუი დაცვაში კარტასტროფაა ოსტიგარდთან ერთად და ძალიან სასწრაფოდ ჭირდება გუნდს კიმ მინჯაე, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ზელენსკი ლოზანო და ვაი რომ ისენიც ცუდ ფორმაში შეუერთდნენ გუნდს თორემ ამ თამაშით ინტერი კი არა ათეულისთვის მებრძოლ ნებისმიერ გუნდთან გაუჭირდებათ 3 ქულის აღება. ფაქტია რაც ამ ამხანაგურებში გამოჩნდა ეს ნაპოლი შესვენებამდე გასული გუნდის აჩრდილია და მერე რა რომ ამხანაგურები იყო იგივე ამხანაგური იყო ლილისთვისაც და ვილიარეალისთვისაც რომელთა ნახევარდაცვამ შთანთქეს ამ ორ თამაშში ნაპოლის ცენტრი. ცუდის მომასწავებელი არ აღმოჩნდეს ეს სპალეტისთვის ისედაც ყოველთვის უჭირს მის დამოძღვრილ გუნდებს მეორე წრეში ოპტიმალური ფორმის აღდგენა, და მისი აქილევსის ქუსლი იმედია არ აღმოჩნდება ამხელა ფორის განიავების მიზეზი თორემ წყალში ჩაიყრება ჩვენი ბიჭის ეს ნაშრომ-ნაღვაწი და ისედაც ემოციური ნაპოლიტანელები საბოლოოდ მიეცემიან ღრმა ნიჰილიზმს სკუდეტოს დაუფლების მიმართ.
Charley
22 დეკემბერი 2022 01:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული