"ნაპოლი"-"ლილი" 1:4 - სპალეტის გუნდმა სერია A-ს განახლების წინ ისევ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ნაპოლი“ სერია A-ს განახლებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე „ლილთან“ 1:4 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 84-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, მაგრამ ამჯერად შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ცხადია, ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში ვერ ჩადგა. მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ასე უღიმღამოდ თამაში გუნდისგან მოულოდნელი იყო.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ფრანგული გუნდი დიაკიტემ დააწინაურა. კვარაცხელიამ ტაიმის დასასრულს ორი მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, ხვიჩამ დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოს წინ წააქციეს, თავად დაარტყა,
მაგრამ მიზანს ვერ უწია. „ლილმა“ კი კონტრშეტევებზე შანსები გამოიყენა და მერეტს კიდევ სამი გოლი გაუტანა, რის შემდეგაც ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ შეცვალა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანა და ნეაპოლელებმა სახლში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს.

შემდეგ შეხვედრას ნეაპოლური გუნდი უკვე ჩემპიონატზე ჩაატარებს - 4 იანვარს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლილი 1:4
გოლები: 0:1 დიაკიტე (18), 0:2 დავიდი (63), 0:3 ოუნასი (78), 0:4 ბამბა (82), 1:4 რასპადორი (90+3)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო (ძანოლი 83), ოსტიგარდი, ჟეზუსი (ბარბა 83), მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა (გაეტანო 69), ელმასი (რასპადორი 71), პოლიტანო (ძერბინი 69), კვარაცხელია (ზედადკა 84), ოსიმენი (სიმეონე 69)

მკითხველის კომენტარები / 41 /
რატომაც არ უნდა დაეზოგა თავი ტრამვა რომ გაურთულდეს მერე თქვენ გიყუროთ მოედნის გარედან ეხლა ლიგაზე გამოვრდნაა ყველა თამაში
მანდ დაგამუნჯებთ ყველას მინიმუმ იტალიის ჩემპიონიც გახდება ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გაიყვანს ისინი კიდე კლავიატურის ლომები " ათასად კაცი დაფასდა ათიათასად ზრდილობა! გამოჩნდა ნაღდი მაგარი კლასის ქართველი ფეხბურთელი რომელიც საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდება! ყველა დროის!" ნახეთ გაიყვანს ნაკრებს და ახდება ნამდვილი ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრის ოცნება და დიდ ფორუმზე უახლეს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს ( გაიყვანდა კიდეც არარსებული კორონა რომ დაუდგინეს) მაგრამ ხვიჩა მჯერა არავის მოუსმინო გაქვს ყველაფერი ტექნიკა შრომის მოყვარე ხარ და ყველაფერს შეძლებ და მართალი ხარ იმსიტყვებში 100 პროცენტით რომ ნაპოლიში ნამდვილ პროფესიონალად იგრძენი თავი გამოგონებამ გავიგეთ და მთელი სულით და გულით გგულშემატკივრობთ ის კიარა უფრო მეტიც შენც ტატოც ლაშაც ლევანიც ერთნაირად იმსახურებთ წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებას გულით გილოცავთ მოახლოებულ ახალ წლის დადგომას ასევე მორაგბეთა ნაკრებს და ყველა ნამდვილ ქართველს " ბედნიერია ის ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული" ყველას წარმატებებს ვუსურვებ სრულიად საქართველოსთვის ყოფილიყოს 2023 გარდამტეხი წელი ხისუფლებაში გამოჩნდებოდეს ნეტა თქვენნაირი პატრიოტი ქართველი ისეთი როგორიც გვეკადრება დავითის, თამარის, ილიას, ვაჟასი,ექვთიმეს,ზვიადის, მერაბის,კიდევაც დაიზრდებიანო ალგეთს ლეკვები მგლისანი (პსათოსურად ჟღერს თითქოსდა სადღეგრძელოსავით გამომივიდა და რატომაც არა დაგლოცოთ გამჩენმა ღმერთმა ქართველი ხალხის ღირსეულად წარმოჩენისთვის ხვიჩა მჯერა და როგორც ოლიმპიადის დროს როცა ქართველი ოქროს ასაწევისთვის ემზადებოდა ჩვენ თქვენთვის მაშინაც და ეხლაც სანთელს ვანთებთ და ვლოცულობთ ღმერთს ვთხოვთ რომ გაგაძლიეროთ ქართული ჰიმნი ააჟღეროთ!!! მჯერა




კახა
24 დეკემბერი 2022 00:38
1
ჭამა სმაში დაეინაურებულა კვარაცხრლოვია,რას გავდა ძლივს დადიოდა თამაშზე
nodo
23 დეკემბერი 2022 15:38
4
კი, ხვიჩა არ არის ფორმაში, ცოტა წონაც მომატებული აქვს, მაგრამ გუშინდელ თამაშში უფრო ის ჩანდა, რომ ის თავის დაზოგვით თამაშობდა და ტრამვის მიღებასაც ერიდებოდა, თუმცა მაინც ბურთს მიიღებდა თუ არა უმეტესად თამაში მწვავდებოდა.
4 იანვარიც მალე მოვა...
თემური
22 დეკემბერი 2022 18:43
1
ვშიშობ, ფეხბურთელთა ნაწილმა დაიჯერა,რომ ძალიან მაგრები არიან და ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილებათ.ჩემპიონატის დაწყების წინ,ნაპოლი ძალიან კარგად გამოიყურებოდა,ახლანდელისაგან განსხვავებით.იმედია სპალეტი შესძლებს,გუნდის კვლავ დამუხტვას.ჩემპიონატის განახლებამდე კიდევ არის დრო და მთავარია,იმ დროისათვის დალაგდეს გუნდი.
სოსო
22 დეკემბერი 2022 14:18
2
სწორად ფიქრობ ზურაბ ეგ არი მესინია
pepe
22 დეკემბერი 2022 14:11
2
ღმერთი არ ახდეს რასაც ვფიქრობ და ჩემი თავი ჯანდაბას .
zurabi
22 დეკემბერი 2022 13:16
2
აუ რეებს წერს ხალხი. თურმე როგორ ელოდნენ ხვიჩას წაგებას.
შენ რა გითხარი ხვიჩა, ამდენი ხანი რომ ალოდინე ესენი და თვეობით წაუგებელი სერია რომ დადე ნაპოლიში :)))
გამოჩდნენ ხავსმოდებულები, ამხანაგურის წაგებაზე არ მორთეს ღრეობაა! :დ
!!
22 დეკემბერი 2022 13:15
3
რა ცოტა კომენტარბია,გააქტიურდით მაინც არაფერი საქმე არ გაქვთ..დროზე მოდით მოქმედებაში..
aki
22 დეკემბერი 2022 12:37
1
არაუშავს ეს მხოლოდ ამხანაგური თამაში იყო..თან ახალი წელი მოდის და ეს სათამაშო განწყობაზეც აისახება..დარწმუნებული ვარ სეზონი, რომ განახლდება ნაპოლიც სხვა ენთუზიაზმით ითამაშებს.ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობის მაქსიმუმს დადებს მოედანზე და დანარჩენს გამოჩნდება.
ზურა
22 დეკემბერი 2022 11:19
0
მერეღა ვერაა სტაბილურად ტოპ მეკარე,სტრესებისას ჭაკობს ,დაცვა დასუსტებულია,მუნდიალისტები აკლდათ, ნახევარდაცვაში ბურთის დამჭერები და თამაშის შემკვრელები აკლდათ,მსოფლიოს დონის.თავდასხმაში ,ოსმენს,ხვიჩას ვერ აწვდიდნენ საჭიროდ დროულად ბურთს რასპადორი, სიმეონე ,დონით ნაკლები არიან ანგისაზე,ლოსანოზე,ზელინსკიზე,ლობოდკა გადაიღალა თამაშისას.ერთი ორი ტრანსფერი გუნდს ესაჭიროება,მეკარე მსოფლიო დონის და დამცველი კორეელთან შეწყვილებისთვის,სასურველია გასული მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე,.ლაურენტისს ძალუძს საჭირო შესყიდვები..იტალიის ჩემპიონატიდან არასაჭირო შესყიდვების სანაცვლოდ,გუნდის რეალურად გასაძლიერებლად...
ზ.მ.
22 დეკემბერი 2022 10:29
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული