"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პალერმოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

ფედელემ Marte Sport-ის ეთერში "ნაპოლისა" და "რომას" (2:1) დაპირისპირების იმ მომენტზე ისაუბრა, როდესაც ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ "კვარამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა.

"ნაპოლიმ" გოლის გატანის არაერთი შანსი მიიღო. ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომა დაუშვა. თავად მექსიკელმაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13
ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელია-ოსიმენის ტანდემის დაშლას სპალეტი დაუშვებს?! - მათ შეძენას ერთდროულადაც გადაწყვეტენ...

altკვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 47 /
ეს კაცი არ იძახის მთლად უაზრობას, ხვიჩამ იმ კონკრეტულ მომენტში ვერ შესძლო ბურთის დამორჩილება, ხდება ხოლმე, ვის არ მოსვლია.
მაგრამ ცალკე საკითხია, კანავარო ვინ ჩემი ჩიტი იყო და მისი აგენტი თუ მაკლერი ვინ აგდია ხვიჩას რომ აკრიტიკებს და ყველა ამას ყურადღებას აქცევს!
სააკაძე
17:23 01-02-2023
4
ამ კაცმა თქვა ორი გასატანი ბურთი ვერ გაიტანესო.სინამდვილეში არც ისე იოლი იყო მათი გატანა.ხვიჩას შემთხვევაში ჩამოწოდებული ბურთი ძლიერი იყო და ეგრევე უნდა დაერტყა,ლოსანოს შემთხვევაში მცველებმა მაგარ ჭკვიანურად ითამაშეს დასარტყმელად მეკარეს პირდაპირ დატოვეს თან ისე იდგნენ კუთხეები ჩაკეტეს და პასიც არც ისე იოლი იყო.
ამაშია საქმე
15:28 01-02-2023
1

სიახლეები პოპულარული