ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩას გმირობამ ყველა მოხიბლა და საქართველოდან ნეაპოლში ავიარეისების გაზრდას აპირებენ" - იტალიური მედია

AutoSharing Option
იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე, ქართველი გულშემატკივრების "ნაპოლისადმი" ინტერესი გაიზარდა და საჭირო გახდება საქართველოდან დამატებითი პირდაპირი ავიარეისების განხორციელება.

"საქართველოდან ნეაპოლში რეისები გაიზრდება: კვარაცხელიას თამაშების ნახვაზე დიდი აჟიოტაჟია. "კვარას" გამო ახლა ნეაპოლსა და საქართველოს შორის კავშირი ძალიან ძლიერია. "დიეგო მარადონას" სტადიონზე ბევრი ქართველი მოდის ეროვნული დროშითა და თანამემამულის მაისურით, რათა მისი ასპარეზობა ნახონ. მოკლედ, დუეტი "კვარა"-"ნაპოლი" სრული სვლით წინ მიიწევს, რასაც მედიასაშუალებებიც ადასტურებენ.

საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე იტყობინება,
რადგან ხვიჩა გმირობის გამო ინტერესმა მკვეთრად იმატა", - წერს calcionapoli24.

Il Napolista იტყობინება, რომ დამატებით ავიარეისებს, სავარაუდოდ, Wizz Air-ი განახორციელებს, რადგან კვარაცხელიამ "ნაპოლიში" თავიდანვე ყველა მოხიბლა, ბევრ ქართველს სურს კამპანიაში ჩასვლა, მატჩებზე დასწრება და ქალაქის დათვალიერება.

altსეზონის დაწყების წინ ფანები მის გუნდიდან წასვლას ითხოვდნენ - ნახეთ როგორ გააცილეს დე ლაურენტისი "რომასთან" მატჩის შემდეგ [VIDEO]

 

alt"საუკუნის აღმოჩენაა" - "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

alt"ეს 2021 წლის ზაფხულში მოხდა..." - რას იხსენებს "რუბინის" ყოფილი სპორტული დირექტორი ხვიჩაზე

 

alt"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

altგუშინ "ნაპოლიმ" არ ივარჯიშა - რა საჩუქარი გაუკეთა დე ლაურენტისმა გუნდს?

ასევე დაგაინტერესებთ