ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დღეს ხვიჩა კვარაცხელიასა და თორნიკე ოქრიაშვილის დაბადების დღეა

AutoSharing Option
დღეს, 12 თებერვალს, 2 ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიასა და თორნიკე ოქრიაშვილის დაბადების დღეა.

ხვიჩას თავს არსებული "სიგიჟე" ყველამ კარგად იცის, ქართველი შემტევი "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერია, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე კი კომბინირებულად 10 გოლი და 12 საგოლე გადაცემა აქვს. აქვე გეტყვით, რომ "პარტენოპეი" იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩს დღეს, 23:45 საათზე "კრემონენზესთან" გამართავს.

რაც შეეხება თორნიკეს, ყველა ქართველმა გულშემატკივარმა იცის მისი შესაძლებლობა და მნიშვნელობა ეროვნული ნაკრებისთვის, ოქრი ამ მომენტისთვის უგუნდოდაა, განიხილება ეროვნულ ლიგაში "გაგრაში" დაბრუნება (აქ დაიწყო პროფესიონალური კარიერა), ფორმის
აკრეფა და კიდევ ერთი მცდელობა უცხოური თავგადასავლისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ