მამარდაშვილი ბარახას "ვალენსიას" მთავარი გამოწვევაა - ეს გუნდი უნდა გადარჩეს!..

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ვორომ ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ თქვა, რომ თავს ზემოთ ძალა აღარ იყო და მის გუნდს მეტის რესურსი არ ჰქონდა, კლუბის ხელმძღვანელობას სხვა გზა მოეჭრა, სასწრაფო ზომები უნდა მიეღოთ. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და ცნობილი სპეციალისტების დაყოლიების არც დრო იყო, არც რესურსი. პიტერ ლიმმა "ღამურებში" უკვე მეათე მწვრთნელი (დროებითების გამოკლებით) მიიყვანა, გუნდი კი ყოველდღიურად უარესი ხდება და გასავარდნ ზონაშია. 

როცა ესა თუ ის კლუბი კრიზისშია, მისი ყოფილი და გულშემატკივრევისათვის საყვარელი მოთამაშის მიწვევა, მიუხედავად მისი სამწვრთნელო
გამოცდილებისა, ერთგვარ წესად იქცა. იქნებ ამ ფაქტორმა სიტუაციაზე დადებითად იმოქმედოს, ამავდროულად კი, ადგილობრივების მხრიდან მათი კუმირის მიმართ უფრო მეტი მოთმინება და სოლიდარობაა, რაც აგრესიას ამცირებს. თუმცა სიყვარულიდან სიძულვილამდე მაინც პატარა ხიდებია. შეგვიძლია "ჩელსიში" ფრენკ ლამპარდის ანაც "ბარსელონაში" ხავის დანიშვნის მაგალითები მოვიყვანოთ. ყველაფერი ეს ერთგვარი ხრიკიცაა, რაც ვალენსიური კლუბის ხელმძღვანელობას ნამდვილად სჭირდებოდა.

Sportall.Ge

რუბენ ბარახა გამორჩეული მოთამაშე იყო, მებრძოლი. მას 2021 წლის შემდეგ არავინ გაუწვრთნია. ბოლოს "სარაგოსაში" იყო, სადაც გიორგი პაპუნაშვილი თამაშობდა. რამდენიმე კლუბის გაძღოლის მიუხედავად, მისი მიღწევები და ხსენებული პაუზა კარგი ამბავი ვერ იქნება, თუმცა რუბენის მოტივაცია დიდია, მშობლიური კლუბი ძველი დიდების გზისაკენ წაიყვანოს. მას ამ საქმეში თავისი დროის გამორჩეული მცველი, კარლოს მარჩენა დაეხმარება. 

"ვალენსია" ყოველთვის სიმპათიებს იმსახურებდა. ჯერ საქართველოს ნაკრების ექსთავკაცმა ექტორ რაულ კუპერმა ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩამდე ორჯერ მიიყვანა, ამას რაფაელ ბენიტესის "ოქროს ხანა" მოჰყვა, "ბარსელონასა" და "რეალზე" ორჯერ ჯობნება და ჩემპიონობა, უეფას თასზე (დღევანდელი ევროპა ლიგა) გამარჯვება. იმ დროის ვალენსიელები ეროვნულ ნაკრებშიც წამყვანი ძალა იყვნენ - ალბელდა, ვისენტე, ხოაკინი... აქვე არგენტინელი აიალაც.

Sportall.Ge

როცა ამ კლუბზე ვსაუბრობთ, სანტიაგო კანისარესი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, კლუბის ლეგენდა. მის აზრს პატივს აქ დღემდე სცემენ და ახლანდელი კიპერის, გიორგი მამარდაშვილის დიდი გულშემატკივარიცაა. ჩვენ კი გვსურს, ქართველი მეკარე უკეთეს გუნდში ვიხილოთ, თუმცა რუბენ ბარახასა და კლუბის ხელმძღვანელობისთვის ახალგაზრდა, პერსპექტიული და მომავალში დიდი სატრანსფერო ფასის მქონე კიპერი ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუნდაც ის, მისი უახლოეს ზაფხულშივე გასხვისება რამდენად მოინდომონ. ეს მათ ხელში აღმოჩენილი ბრილიანტია. სწორედ "მამარდას" გამოა, "ღამურების" ამბავი ასე რომ გვაწუხებს, გვეფიქრება და ვალენსიური კლუბი ასეთ დღეში არ გვინდა იყოს. 

ბარახა-მარჩენას წყვილს პირველ მატჩამდე საკმაო დრო აქვს, "ხეტაფეს" ისინი ორშაბათს, 20 თებერვალს ესტუმრებიან. მოულოდნელად, ეს გუნდები გასავარდნ ზონაში არიან და ძალიან დაძაბული დაპირისპირება გამოვა. ამას "სოსიედადი" და "ბარსელონა" მოჰყვება. აპრილიდან გუნდს უფრო ხელსაყრელი კალენდარი აქვს და ამ დროს ახალი თავკაცის ხელი უფრო დაეტყობა. "ვალენსია" უნდა გადარჩეს!..

altმამარდაშვილის "ვალენსიას" მწვრთნელად ბარახა დანიშნეს

მკითხველის კომენტარები / 6 /
მარიო კემპესი ვალენსიაში თამაშობდა 1982-84 წლებში და რა შუაშია 2000-იან წლებთან,რაც აქაა განხილული? საოცარ კომენტარებს წაიკითხავ ხანდახან. ისე კი მე მაგ დროის ვალენსიაში ყველა მომწონდა, თუმცა ასე ჩამოსათვლელად ყველა არ ივარგებს
კომენტარების ავტორებს
00:51 16-02-2023
1
მიუხედავად ყველაფრისა ვალენსიის მომავალი ძალიან ბუნდოვანია.კლუბს არა მწვრთნელის არამედ ფინანსური დიდი პრობლემები აწუხებს. არადა ყველა ( ვინც საქმის კურსში არ არის) ლიმას აბრალებენ ამ მდგომარეობას, მაგრამ პრობლემები უფრო რთული და ღრმაა.ეს არის ადგილობრივი, პროვინციული პოლიტიკოსების ვირთხული თამაშები, რომ ინვესტორი გააქციონ და კლუბის სათავეებთან თვითონ დადგნენ.ახალი( უკვე ძველი და რადგან ათიოდე წელიწადია დაუმთავრებელია) სტადიონის მშენებლობაზე უზარმაზარი ფული გააკეთეს, ეხლა ისევ სახელმწიფოს ჩარევა სურთ, რომ ისევ გაისქელონ ჯიბეები.
საერთოდ ვალენსია უცნაური რეგიონია, სადაც ადგილობრივები სასტიკად ეწინააღმდეგებიან ყველაფერ ახალს,უცხოურ ინვესტიციებს.ყველაფერი ლიცენზირებას ექვემდებარება, რესტორანში რომ დამატებითი მაგიდა დადგა,იმასაც მერიის თანხმობა სჭირდება.
მოკლედ, თუ გიორგი მოახერხებს გადასვლას რომელიმე იტალიის კლუბში, იქნება გადასარევი.ინგლისური კლუბში უფრო სახიფათოა, რადგან ჯერჯერობით უჭირს გამოსვლებზე თამაში.
თემო
00:49 16-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული