ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თანხმობა 100 მილიონ ევროზე - პრემიერლიგის გუნდი მზადაა, ხვიჩას სანაცვლოდ ეს თანხა გადაიხადოს

AutoSharing Option
Tribal Football-ი იუწყება, რომ "ნიუკასლი" ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს იხმარს.

აღნიშნული წყარო უფრო შორსაც მიდის და აღნიშნავს, "კაჭკაჭები" მზადაა, ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. გუშინ მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა თქვა, რომ კვარაცხელიას შეძენით არაერთი დიდი გუნდია დაინტერესებული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ნიუკასლი" საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის საკუთრებაა, რომლის ბიუჯეტიც 320 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უტოლდება, რითიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათთვის დიდი თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს.

კომპანიის მენეჯერი მოჰამედ
ბინ სალმანია, რომელიც საუდის არაბეთში მეფის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. ბინ სალმანი საუდის არაბეთის ეკონომიკისა და განვითარების საბჭოს თავმჯდომარეცაა.
ასევე დაგაინტერესებთ