ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

უნდა თუ არა ხვიჩას "ნაპოლიდან" წასვლა - კვარაცხელიამ სურვილი დააფიქსირა... Rai ამბის დეტალებზე წერს

AutoSharing Option
Rai-ს ჟურნალისტის, ჩირო ვენერატოს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" დარჩენა სურს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა ეს თავის აგენტსა და "პარტენოპეის" წარმომადგენლებს უკვე შეატყობინა.

"კვარაცხელიამ თავის აგენტს უთხრა, რომ შეწყვიტოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკება, მაგალითად, "რეალთან" და "ნიუკასლთან", რადგან მას დარჩენა სურს.

მისი კონტრაქტი "ნაპოლისთან" 1 წლით გახანგრძლივდება, ხელფასი 1,2 მილიონიდან 2,5 მილიონამდე გაეზრდება და პლუს, სერიოზული ბონუსებიც ექნება", - ამბობს ჩირო ვენერატო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩასა და მის თანაგუნდელებს დღეს ფრანკფურტში "აინტრახტთან" ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით.

altდღეს ხვიჩა და "ნაპოლი" ჩემპიონთა

ლიგაზე ბრუნდებიან - პლეი-ოფში ქართული გოლის მოლოდონში...
ასევე დაგაინტერესებთ