პირველ ტაიმში ანგისა მეურვეებს გაექცა და სტუმრები დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს და 64-ე წუთზე ნდოიემ ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა. 89-ე წუთზე „ბოლონიას“ კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ კასტროს თავით დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი შანსი ნეაპოლელებმა ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
„ნაპოლი“ 65 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება და 14 აპრილს „ემპოლის“ უმასპინძლებს.
ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 ანგისა (18), 1:1 ნდოიე (64)
სერია A-ს 31-ე ტური: ჯერჯერობით ყველაფერი "ნაპოლისთვის" სასურველად მიდის