კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი და დიდებული საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „აინტრახტი“ 2:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ჩინებული საგოლე პასი გააკეთა - მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე კლუბში 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

დებიუტში უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. მასპინძლებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს, უფრო მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ და კოლო მუანიმ მახვილი კუთხიდან ვერ უწია მიზანს. „ნაპოლიმ“ პირველი მომენტი მე-19 წუთზე შექმნა, როდესაც საჯარიმოს გარედან კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარე ტრაპმა მოიგერია. ფრანკფურტული გუნდი მეტოქეს სივრცეებს უზღუდავდა, გასაქანს არ აძლევდა, ხოლო ხვიჩას ტუტა ყურადღებით მეურვეობდა.
თუმცა სპალეტის შეგირდებმა მაინც მოხერხეს ვიზავის დაცვის რამდენიმეჯერ გარღვევა: 36-ე წუთზე ლოსანო საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ ოსიმენი წააქციეს, პენალტიდან გატანა კი კვარაცხელიას ტრაპმა არ დაანება. მე-40 წუთზე ლოსანო ისევ გაექცა მცველს, პასი ვიქტორს გაუკეთა და მან ნეაპოლელები დააწინაურა. მერე ნიგერიელს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლი“ კვლავ ფლობდა ინიციატივას. ლოსანომ ხვიჩა ტრაპთან პირისპირ გაიყვანა და ქართველმა ისევ ვერ შეძლო მეკარის დაჯაბვნა. მერე კოლო მუანი ანგისას ეუხეშა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ნეაპოლელებმა კაცნაკლულ ვიზავიზე ზეწოლა გააძლიერეს, ხვიჩამ შესანიშნავი მოძრაობით ბურთი დი ლორენცოს დაუტოვა და კაპიტანმა ტრაპის კარი დალაშქრა. "კვარა" და ოსიმენი 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო "ნაპოლიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალს მიუახლოვდა.

ამ გუნდების სპასუხო შეხვედრა ნეაპოლში 16 მარტს გაიმართება.

ფრანკფურტი. „დოიჩე ბანკ პარკი“. 47 500 მაყურებელი
აინტრახტი - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ოსიმენი (40), 0:2 დი ლორენცო (66)
გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (36)
გაძევება: კოლო მუანი (58)

alt"ნაპოლისა" და "აინტრახტის" ქომაგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

altის, რაც გუნდელობაზე მეტია! როგორ გაამხნევეს ხვიჩა გაფუჭებული პენალტის შემდეგ [PHOTO]

altოსიმენმა "ნაპოლი" დააწინაურა [VIDEO]

altხვიჩამ "აინტრახტთან" თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა [VIDEO]

altასეთი გარემოა ფრანკფურტში! "აინტრახტის" ქომაგები მშვენიერ განწყობაზე არიან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
რუსი კომენტატორის მიერ ქართული ფეხბურთის აღიარება
Suxumchanin
16:50 22-02-2023
3
ხვიჩა კარგი ტექნიკური ფეხბურთელია და აქვს განსაკუთრებული ხედვის უნარი, შეუძლია მეკარე დაიჭიროს მოძრაობაზე და გაგორებული ბურთი გაუტანოს, ასევე დამცველის უკნიდან დაარტყას, დამცველს ფეხებშუა გაუტაროს ბურთი და გაიტანოს.
რატომღაც პენალტს თითქმის ყოველთვის ძლიერად ურტყამს, არადა შეუძლია ტექნიკურად დაარტყას, მოატყუოს მეკარე და ისე გაიტანოს. ეს იქნება კარგად დარტმული და ჩემი აზრით ამაზე უნდა ივარჯიშოს.
ილია.
13:40 22-02-2023
0

სიახლეები პოპულარული