ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
30 წლის თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ჩინეთის სუპერლიგის "მეიჟოუ ჰაკაში" გააგრძელებს.

ლობჯანიძემ "მეიჟოუ ჰაკასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლობჯანიძე გასული წლის ზაფხულში ბათუმის "დინამოდან" ყაზახეთის "ყიზილ-ჟარში" გადავიდა, იქამდე კი "ვიტ ჯორჯიაში", "შუქურაში", "რუსთავში", "ტარაზში", "კაისარში", "ორენბურგსა" და "ტობოლში" ასპარეზობდა. მას საქართველოს ნაკრებში 11 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

"მეიჟოუ ჰაკამ" გასულ სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში მეცხრე ადგილი დაიკავა.