ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ნაპოლი" დაფრინავს და რეკორდებს ხსნის - 4 მნიშვნელოვანი ამბავი გუშინდელი მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს და რეკორდებს ხსნის. მოგეხსენებათ, გუშინ სერია A-ს 24-ე ტურში "პარტენოპეიმ" გასვლაზე "ემპოლი" 2:0 დაამარცხა.

გთავაზობთ 4 მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც გუშინდელი მატჩის შემდეგ დაფიქსირდა:

1) "ნაპოლიმ" სერია A-ში პირადი რეკორდი დაამყარა. კლუბს 24 ტურის შემდეგ 21 შეხვედრაში არასდროს უმარჯვია. აქამდე 24 ტურის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლი მაურისიო სარის "პარტენოპეის" ჰქონდა დაფიქსირებული, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 2017/18-წლების სეზონში 20-ჯერ იმარჯვა. 

2) ტოპ 10 ლიგაში გასვლაზე ყველაზე მეტი შეხვედრა "ნაპოლისა" და "სელტიკს" (11) აქვთ მოგებული.

3) იანვრის შემდეგ
გასვლით მატჩებში სპალეტის გუნდს უკვე 6 შეხვედრაა გოლი არ გაუშვია. ტოპ 5 ლიგაში მსგავსი მაჩვენებლი აქვთ დაფიქსირებული "ბარსელონასა" და "ნანტს".

4) "ინტერისა" და "იუვენტუსის" შემდეგ "ნაპოლი" პირველი გუნდი გახდა, რომლის მეტოქემაც სერია A-ში გასვლით მატჩებში ზედიზედ 5 შეხვედრაში ბურთი ვერ გაუტანა.

altოსიმენმა "ემპოლის" კარში გატანილი გოლით 130 000 ევრო გამოიმუშავა

altორივე გოლი ხვიჩამ შექმნა - კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ