ორივე გოლი ხვიჩამ შექმნა - კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ემპოლის“ 2:0 სძლია.

ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა ორივე გოლი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა და თავისი გუნდის მორიგ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მოლოდინისამებრ სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და დაწინაურდნენ კიდეც, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ზილენსკიმ დაარტყა და ისმაილიმ ავტოგოლი გაიტანა. შემდეგ ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარემ ვიკარიომ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ოსიმენმა დაასწრო. ნეაპოლელებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ კიმის თავური ძელმა უკუაგდო.

„ნაპოლი“ მეორე ტაიმის დასაწყისშიც განუწყვეტლივ უტევდა, ოსიმენის გოლი თამაშგარეს
გამო არ ჩაითვალა, მერე მარიო რუი მსაჯმა უხეშობის გამო გააძევა და მწვრთნელმა სპალეტიმ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაცვის გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - კვარაცხელიასა და ლოსანოს ნაცვლად მოედანზე ელმასი და ოლივეირა შეუშვა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ნაპოლიმ" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება საერთო ანგარიშით 16:1 მოიპოვა - ჩემპიონატზე ბოლო 20 მატჩიდან 19 მოიგო.

„ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს და 3 მარტს „ლაციოს“ უმასპინძლებს.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“

ემპოლი - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ისმაილი (17, საკ. კარში), 0:2 ოსიმენი (28)
გაძევება: მარიო რუი (67)

მკითხველის კომენტარები / 41 /
სლუცკის ხელში კვარაცხელია ამჯღავნებდა თავისი შესაძლებლობების 40-45% -ს , სპალეტის ხელში კი 60-65% ს ----
საჩინო
18:07 26-02-2023
1
კვარაცხელია კარგია
საჩინო
17:50 26-02-2023
0

სიახლეები პოპულარული