Ballon d'Or 2023 Power Rankings. საქმე უკვე სერიოზულადაა - საუკუნის საგოლე პასი ქუსლით და ხვიჩამ რეიტინგში ისევ წინ წაიწია

AutoSharing Option
goal.com-მა, ბოლო თვის მონაცემების მიხედვით, "ოქროს ბურთი 2023"-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა და რაც ჩვენთვის ყველაზე მეტად სასიამოვნოა, "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და საპატიო პრიზის კანდიდატთა სიაში უკვე მეშვიდეა.

"ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა რბოლა გრძელდება და ჩემპიონთა ლიგის განახლებამ სიტუაცია მხოლოდ გაამწვავა. ეს უნიკალური "ბრძოლა" იქნება, ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმის მიცემისას მის თაობაზე შეიძლება დაივიწყონ", - წერს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
ბოლოს მერვე პოზიციაზე იყო
14 გოლი და 16 საგოლე გადაცემა 2022/23 წლების სეზონში

"ზუსტად იმ მომენტში თქვენ იფიქრეთ, რომ, შესაძლოა, როდესაც კვარაცხელიამ პენალტიდან "აინტრახტის" მეკარე კევინ ტრაპს გოლი ვერ გაუტანა, მან თავისი ჯადოსნური უნარი დაკარგა. გარემარბმა ქუსლით უკან საუკუნის საგოლე პასი გაუკეთა ჯოვანი დი ლორენცოს.

ამან, სავარაუდოდ, ლუჩანო სპალეტის გუნდის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა გადაწყვიტა და "კვარადონას" ყველაზე დიდი შესაძლებლობა მიეცა, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თუ სწორედ ის რატომ იმსახურებს "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა შორის ყოფნას", - აღნიშნავს goal.com-ი.

"ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ტოპ-ათეული:

1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. კილიან მბაპე (პსჟ)
3. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
4. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერი)
5. ვინისიუსი (რეალი)
6. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
7. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
8. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
9. კაზემირო (მანჩესტერი)
10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)

მკითხველის კომენტარები / 27 /
ყველაფერს არგენტინელებს შეტენიან როგორც გუშინ მოიქცნენ.
გიორგი
23:47 28-02-2023
3
თუ ნაპოლიმ ლიგა მოიგო, ხვიჩა მოიგებს ოქროს ბურთს, მთავარია იმ თამაშებში რაიმე შედევრები შექმნას, რაც ასე კარგად ეხერხება მას. ფინალი გადაწყვეტს ოქროს ბურთის ბედს, თუ გავიდა რა თქმა უნდა ფინალში ნაპოლი.
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული