ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზივზივაძის დებიუტი და "კარლსრუეს" ზედიზედ მესამე გამარჯვება

AutoSharing Option
„კარლსრუეში“ ბუდუ ზივზივაძის დებიუტი მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში გასვლაზე „ჰანზასთან“ მოგებულ მატჩში (2:0) შედგა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, 25-ე წუთზე 2:0 დაწინაურდნენ და მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე.

ზივზივაძემ, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, 84-ე წუთზე შეცვლაზე ფაბიან შლიუსენერის ნაცვლად შევიდა.

„კარლსრუემ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 31 ქულით მეცხრე ადგილზეა და 12 მარტს „ჰამბურგს“ უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ