31 იანვარს "კარლსრუეში" გადასული საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძის დებიუტი გადაიდო.
ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის მე-20 ტურში, "გროიტერ ფიურტთან" საშინაო მატჩში პირველად შეიყვანეს "კარლსრუეს" განაცხადში, თუმცა თამაში არ მოუწია.
"კარლსრუე", რომელიც 24-ე წუთზე მცველ სტეფან ამბროსიუსის გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა, როდესაც 0:1-ს აგებდნენ, 2:1 გამარჯვების მოპოვება შეძლო.
"კარლსრუე" 22 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 19 თებერვალს სტუმრად "სანდჰაუსენს" დაუპირისპირდება.