We Global Football-მა ნაკრებების ევრო 2024-ზე გასვლის შანსები გამოთვალა - რამდენი პროცენტი მიანიჭეს საქართველოს ნაკრებს

AutoSharing Option
We Global Football-ის საერთაშორისო გამოცემამ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მონაწილეების ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსები შეაფასა.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო საქართველოს ნაკრები და მის ჯგუფში განხილული სიტუაციაა.

გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ჩვენი ჯგუფიდან გასვლის ყველაზე რეალურ კანდიდატად ესპანეთის ნაკრებია შერაცხული, რომელიც შესარჩევი ეტაპების ჯგუფებიდან გამსვლელ კანდიდატებს შორის 86,24%-ით მე-13 ადგილზეა.

64,24%-ით მე-18 პოზიციას კიდევ ერთი ჩვენი კონკურენტი ნორვეგია იკავებს. 44,08%-ით 21-ე ადგილზე შოტლანდია იმყოფება.

ჩვენი ნაკრები მხოლოდ კვიპროსს უსწრებს. "ჯვაროსნები" 53 მონაწილე ნაკრებს შორის ევრო 2024–ზე შესაძლო
გამსვლელთა შორის 5,44%-ით 34-ე პოზიციას იკავებენ.

რაც შეეხება კვიპროსს, ქეცბაიას გუნდს საერთოდ ნული პროცენტი დაუწერეს და 50-ე ადგილზე გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024–ის საკვალიფიკაციო ეტაპს 28 მარტს ნორვეგიასთან საშინაო მატჩით დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ის რომ ჩვენ ფავორიტები არ ვართ,გასაკვირი საერთოდ არ არის! წინა შედეგების მიხედვით ადგენენ ფავორიტებში, და ეს კარგიც არის, ნაკლები ზეწოლის იქნება გუნდზე!
ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ,მე ვთლი ძალიან პერსპექტიული,მოგება მოწყურებული გუნდი, რომელსაც ყავს ძალიან მაგარი ლიდერი,ასევე ყავს მაგარი მწვრთნელი,ასე რომ უნდა დაამტკიცონ რა შეუძლიათ! ახლა არ გამოუვათ,გამოცდილებას მიიღებენ მსოფლიოზე აუცილებლად გავალთ! საქართველოს გაუმარჯოს!
დავიდუსი
10:50 23-03-2023
1
რა გემრიელი კომენტარებია. საინტერესოა 28ში საღამოს როგორი იქნება.? მე დაახლოებით ვხვდები როგორიც იქნება
დავით 67
04:44 23-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული