ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩა 2023 წელს ტოპ-ლიგებში მოთამაშე პროდუქტიული ფეხბურთელების ათეულში მოხვდა

AutoSharing Option
პოპულარულმა გამოცემა Blacher Report-მა მარტო 2023 წელს ტოპ-5 ლიგის ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელების ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც ყველა ტურნირზე გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალეს.

სიაში მოხვდა "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 12 შედეგიანი ქმედებით (6 გოლი, 6 ასისტი) მე-10 პოზიციას მოჰამედ სალაჰთან, ალექსანდრ ლაკაზეტთან და ჯონათან დავიდთან ერთად იყოფს.

რეიტინგს ქარიმ ბენზემა ლიდერობს, რომელმაც 17 ბურთი შეაგდო და ამას 5 ასისტიც დაურთო, ამაში კი დიდწილად ბოლო ორი მატჩი დაეხმარა.

მეორე პოზიციაზე მარკუს რაშფორდია, მესამეზე კი - ვინისიუსი.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ