კვარაცხელიას გადასაბირებლად ოთხი ევროგრანდი იბრძვის

AutoSharing Option
Goal-ი Fichajes-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით ევროპის ოთხი გრანდია დაინტერესებული.

გამოცემის ცნობით, "რეალი", "ბაიერნი", "ჩელსი" და პსჟ ზაფხულში ქართველის გადაბირებას შეეცდებიან და ამ ოთხ კლუბს შორის ყველაზე აქტიური მადრიდული კლუბია, თუმცა "ბლანკოსის" სხვა კონკურენტები ფეხბურთელის წარმომადგენლებთან და გარემოცვასთან მუშაობას აგრძელებენ.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ხვიჩამ "ნაპოლიში" 37 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 85 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
ერთს მაინც ეთქვა ამაყად და გახარებულს თბილისის დინამოში გადმოდისო რომელსაც კარგი შემადგელობით და მწვრთნელიღ ყველა იურიდიულად გამართლებული გზა აქვს ევროლიგის მოსაგებად.
თამაზი
01:16 06-05-2023
0
რეალის ფანი ვარ და ხვიჩას რეალში გადასვლა ჩემზე მეტად არავის გაუხარდება. თუმცა, ვიყოთ რეალ-ისტები: დღეის მდგომარეობით (ვიმეორებ დღეის მდგომარეობით) ხვიჩას მანდ გადასვლა წამგებიანი იქნება. სჯობს, ერთი წელი დარჩეს ნეაპოლში და კვლავაც დაამტკიცოს თავისი მაღალი დონე. მომდევნო წელს კი ეს ტრანსფერი უფრო რეალ-ური იქნება და მერე მადრიდს თამაშებზე ქართველების ახალი ტალღები მიაწყდება!
სიმართლე
09:33 04-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული