დღეს გვირგვინი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს როდი დაადგეს - სერია A-ს საიტმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე ნახატი გამოაქვეყნა, სადაც "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ მეფედ ტახტზე გამოსახული ხვიჩა კვარაცხელია "აკურთხა". სურათს წარწერა აქვს გაკეთებული: "ნეაპოლში ახალი მეფის კორონაცია გაიმართა".
ამან კვარაცხელიას თანაგუნდელის ვიქტორ ოსიმენის სამშობლოში აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით, საუკეთესო მათი თანამემამულეა და სოციალურ ქსელებში იტალიას რასისტულ ქვეყანას უწოდებენ.
"ეს დიდ კითხვებს იწვევს", - წერს Nairaland-ი. Pulsesports-ი კი აღნიშნავს, რომ ნიგერიელები მეფედ ვიქტორს, ხოლო სერია A-ს
რასისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
ამ სეზონში ჩემპიონატზე ოსიმენმა 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კვარაცხელიას ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.
ამ სეზონში ჩემპიონატზე ოსიმენმა 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კვარაცხელიას ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.