ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"თამაშის ნებისმიერ მომენტში მისი ყურება საინტერესოა" - ლიპიმ კვარაცხელიას სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ, რომელმაც "სკუადრა აძურას" 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ნაპოლიმ" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა. სასიამოვნოა, რომ გუნდმა, რომელმაც ჯადოსნური თამაში აჩვენა, სკუდეტო მოიგო.

ამ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა. ვფიქრობ, ის ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა. ფეხბურთელი, რომელიც საინტერესოა თამაშის ნებისმიერ მომენტში", - თქვა ლიპიმ.
ასევე დაგაინტერესებთ