ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Sky Sport: სპალეტი ექსპერიმენტებს გააგრძელებს - კვარაცხელია "მონცასთანაც" სათადარიგო იქნება

AutoSharing Option
სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდა რა ჩემპიონის ტიტული, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ძირითად შემადგენლობის დაყენებისას თავს ექსპერიმენტების უფლებას აძლევს.

Sky Sport-მა "ფიორენტინასთან" მატჩამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში არ იქნებოდა, რაც სიმართლე აღმოჩნდა და იგივეს იტყობინება "მონცასთან" შეხვედრის წინ.

გამოცემის მტკიცებით, რაც მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, კარში მერეტი დაბრუნდება, დაცვაში რაჰმანი, თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ იმათ, რომლებსაც თამაში იშვიათად უწევდათ, რა თქმა უნდა, ოსიმენი გოლების მონაგარის გასაზრდელად თამაშს ისევ პირველივე წუთებიდან დაიწყებს, ხვიჩა კვარაცხელია კი კვლავ სათადარიგო იქნება და
მას ამჯერად ძერბინი შეცვლის.

ნაპოლი: მერეტი, ბერეშინსკი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, გაეტანო, ელმასი, ძერბინი, ოსიმენი

ამ მატჩს, რომელიც 14 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, არცერთი გუნდისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა კვარაცხელიას ისევ თადარიგში ყოფნა მთლად სასიამოვნო არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ