"შემეძლო თუ არა "კვარას" დარტყმულის მოგერიება?" - "ფიორენტინას" მეკარის კომენტარი

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში "ფიორენტინამ" "ნაპოლის" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა ჯარიმიდან მოახერხა.

"ფიორენტინას" მეკარემ პიეტრო ტერაჩიანომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ქართველის შესრულებულ ჯარიმაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, მის კლასსა და საჯარიმო დარტყმაზე კომენტარი ზედმეტია. შემეძლო თუ არა მისი დარტყმულის მოგერიება? მოდით, ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ, ან უპასუხოდ დავტოვებ. ქართველი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ბევრი შანსი შევქმენით და ალბათ, გულშემატკივრები შედეგით უკმაყოფილოები არიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშანდელ ჩემპიონებს ვეთამაშეთ. ფაქტია, მათ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა
გამოსდით", - განაცხადა ტერაჩიანომ.

კვარაცხელიამ 8 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და რვამატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 33 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

alt"Mamma mia. კმარა დაპირებები - კვარაცხელია საკადრის კონტრაქტს იმსახურებს" - იტალიური მედია

altერთი წლის შემდეგ: "ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...

მკითხველის კომენტარები / 9 /
უაზრობაა ასეთი კითხვის დასმა.თეორიულად ყველა დარტყმის მოგერიება შეიძლება,თუ იმ კუთხეში იდგება მეკარე,სადაც დარტყმული წავა,მაგრამ მაშინ ბურთს,მეორე კუთხეში დაგირტამენ და მაინც გაგიტანენ.სადაც მეკარე იდგა,იმის მიხედვით დაარტყა ხვიჩამ და მეკარის თავგანწირული მცდელობის მიუხედავად,მაინც გაიტანა.დარტყმის მომენტში,მეკარეს სწორი პოზიცია ეკავა,ცენტრში.ასე რომ გოლი კარგი დარტყმის შედეგდ გავიდა და არა,მეკარის შეცდომის გამო.
სოსო
10:44 21-05-2024
0
რატომღაც, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხვიჩა გოლებს იტანს უფრო მაშინ როცა ოსიმენი არ თამაშობს. წარმატებები ხვიჩას!
დათო
13:30 19-05-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული