ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გიომ ეს პირადად მითხრა, ხელმძღვანელობას ვთხოვე... - ვაისმა ჩაკვეტაძის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
სლოვაკეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა კლუბის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი გიორგი ჩაკვეტაძის თემასაც შეეხო, რომლის მომავალზეც ბოლო პერიოდში ახალი ინფორმაციები ვრცელდება.

ვაისმა აღნიშნა, რომ 23 წლის ჩვენებურს ბრატისლავურ გუნდში დარჩენა სურს და ეს მას პირადად უთხრა. მისივე თქმით, ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ქართველი შეინარჩუნონ, იქნება ეს იჯარა, გამოსყიდვის უფლებით თუ ჭკვიანური კონტრაქტი. 

ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და ის სლოვაკურ გუნდში იჯარის წესით თამაშობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგის დამატებით ავსტრიული ვენის
"რაპიდი" და შოტლანდიური "აბერდინია" დაინტერესებული.

altჩაკვეტაძე ავსტრიაში? - სახელოვანი გუნდი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება

ასევე დაგაინტერესებთ