ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ

AutoSharing Option
აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ყოფილი და ბრატისლავის "სლოვანის" ამჟამინდელი თავკაცი ვლადიმირ ვაისი დაინიშნოს.

ამის შესახებ ვეტერანმა აზერბაიჯანელმა ფეხბურთელმა რაუფ ალიევმა Azerisport.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა.

"ფეხბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელის გამოცხადებას აგვიანებს, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. შესაძლოა, მოლაპარაკებას ვერ ახერხებენ. მჯერა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. რამდენიმე კანდიდატია. მაგალითად, პრესა ვლადიმირ ვაისსა და შტეფან კუნცზე წერს.

რომელს ვამჯობინებდი? - მსმენია ვაისის შესახებ... კუნცს თურქეთის ნაკრებიდან ვიცნობ, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი".

ჟურნალისტი ალიევს
შეეკითხა, რომ საქართველოს ნაკრების წარმატებას ბევრი ვლადიმირ ვაისის სახელსაც უკავშირებს და შეუძლია თუ არა მას აზერბაიჯანელების ასე გაწვრთნაც.

"საქართველოში ბოლო წლებია ვილი სანიოლი მუშაობს. ვაისის დრო ნამდვილად არ მახსოვს. ბევრი რამ გვაშორებს საქართველოსგან. ამ ქვეყნის ნაკრების თითქმის ყველა მოთამაშე კარგ უცხოურ კლუბებში თამაშობს და კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ისინი კარგად თამაშობენ ეროვნულ ნაკრებში და ამას მთელი გულით აკეთებენ. სწორედ ამიტომ მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური", - თქვა ალიევმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გეტყობა კარგად ცხოვრობ, ღმერთმა ბევრი მოგცეს. მწვადი და ხინკალი კი არა, ნახევარ გულშემატკივარს სიგარეტის ფულიც კი არ აქვს და თუთუნს ეწევა. რა ქვეყნის დათვალიერებაზე და სლოტებზეა საუბარი, ღადაობ?
მირო - ს
17:21 17-05-2024
8
რატო ვართ წყალწაღებული ვერ გამიგია...წადით ძმაო ან დინამოს ან ტორპედოს ან იბერიას თამაშებზე ხელახლა შეიყვარეთ მოინიშნეთ შემდეგი მატჩები ჩაისვი მეგობარი გაყევი თელავში გორში..გულშემატკივარი უნდა ჩვენ გუნდებს მშვენიერ ფეხბურთს თამაშობენ!!! აბა ინტერი და დორტმუნდი ვერ გახდება საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე...სლოტებში ფულების წაგებას ეგ აკტივობა მოაწყო ბევრად ჯობია ქვეყანასაც დაათვალიერებ სად თელავში რო მწვადს შეგიწვავენ ბათუმში აჭარულს გორში კოტლეტს...სპორტული ინფრასტრუქტურა ყველგან მიწესრიგებულია ასე თუ ისე
მირო
15:41 17-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული