ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სერგი კუხიანიძე "დილას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
24 წლის ფორვარდი სერგი კუხიანიძე "დილას" ფეხბურთელია. მან ჩვენს კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა და გუნდსაც შეუერთდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სერგიმ სეზონი სხვა გუნდის (სამგურალის) შემადგენლობაში დაიწყო და იქ ოფიციალურ მატჩებში გარკვეული წუთები უკვე ითამაშა, ახალ გუნდში ოფიციალური მატჩების ჩატარების უფლება სატრანსფერო ფანჯრის გახსნის წუთიდან ( 20 ივნისიდან ექნება) და გუნდის დახმარებასაც სწორედ ამ დროიდან შეძლებს.

სერგის კარიერია ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიაში დაიწყო, რის შემდეგაც მარტვილის "მერანს" შეუერთდა, 2019 წლიდან კი წყალტუბოს "სამგურალის" ღირსებას იცავდა.

სერგი კუხიანიძეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში
4, ეროვნულში ნაკრებში კი 1 მატჩი აქვს გამართული.

fcdila.ge